რას ეხება წერილი, რომლითაც "ბარსელონას" ფეხბურთელები ბართომეუს მიმართავენ

  • 17-10-2020, 17:01
  • რას ეხება წერილი, რომლითაც "ბარსელონას" ფეხბურთელები ბართომეუს მიმართავენ

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები კლუბის პრეზიდენტისთვის, ჟოზეპ მარია ბართომეუსთვის მიმართვას ამზადებენ.

    Sport-ის ცნობით, პრეზიდენტისთვის შედგენილ წერილში მოთამაშეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ მათ ხელფასების შემცირების შესახებ მოლაპარაკებებზე მეილის საშუალებით აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების უმეტესეობა იმ მომენტში ნაკრებში იმყოფებოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ მათთვის ამის შესახებ პირადად უნდა შეეტყობინებინათ.

    იგივე წყარო იუწყება, რომ ფეხბურთელები ასევე უკმაყოფილოები არიანი ინფორმაციის სიმცირით. მათ ხელფასების შემცირების იდეა არ მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ბოლო დროს ბევრი ფული დახარჯა.

    კატალონიელი ჟურნალისტების მტკიცებით, მოთამაშეების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ კლუბი მოლაპარაკებების წარმოებას მხოლოდ ერთი ფეხბურთელის მეშვეობით ითხოვს. გუნდს სურს, რომ მოლაპარაკებებში უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    17 ოქტომბერი 2020 21:10

    ბარსას არაფერი ეშველება, სანამ ბართომეუ იქნება!!! კლუბი უკვე ფსიქოლოგიურადაც განადგურების ზღვარზე იმყოფება.

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    17 ოქტომბერი 2020 19:39

    ციტატა: BlauGrana_DS
    დღეს:
    გრანადამ ორო ქულა აახია სევილიას
    პისტოლერომ მე-6 წუთზე გაუბაბანა სელტას.
    ვარდრიდი დღეს კადიზს ხვდება და მსაჯების ყიდვა აღარ ყოფილა საჭურო.

    რატომ ორი? მოუგო. ესე იგი 3

    1
    გასულია
    BlauGrana_DS გულშემატკივარი [?]

    17 ოქტომბერი 2020 18:16

    დღეს:
    გრანადამ ორო ქულა აახია სევილიას
    პისტოლერომ მე-6 წუთზე გაუბაბანა სელტას.
    ვარდრიდი დღეს კადიზს ხვდება და მსაჯების ყიდვა აღარ ყოფილა საჭურო.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV