რაფინიას წარმატებული დებიუტი პსჟ-ში
- 17-10-2020, 09:59
-
Writer
- 6

გუშინ საფრანგეთის ჩემპიონატში "ბარსელონადან" ცოტა ხნის წინ გადასული რაფინია აკანტარას წარმატებული დებიუტი შედგა.
ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის ახალმა გუნდმა "პარი სენ-ჟერმენმა" "ნიმი" სტუმრად 4-0 გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა, იოლი მოგების მთავარ შემოქმედად მაინც შეგვიძლია რაფინია დავასახელოთ.
თამაშის სტარტზე, მე-12 წუთზე, მასპინძელთა მცველმა, ლოიკ ლანდრემ რაფინიას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა, რითიც პსჟ-მ დიდი უპირატესობა მოიპოვა. 32-ე წუთზე კი, მბაპემ ანგარიში სწორედ რაფინიას ძალიან კარგი პასის შემდეგ გახსნა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" რაფინია პსჟ-ს უფასოდ დაუთმო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]