ხეტაფე-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

ხეტაფე-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

რონალდ კუმანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი იყო, "ბარსელონაში" მუშაობის დროს, სანაკრებო პაუზით გამოწვეულ გადაღლასთან გამკლავება პირველად მოუწევს. მისმა ზოგმა ფეხბურთელმა 3 სანაკრებო თამაში ჩაატარა, ზოგმა კი შორეულ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა. ასე რომ, "ხეტაფესთან" ხვალ გასამართ მატჩში, კარს მომდგარი "კლასიკოს" წინ, როტაცია მნიშვნელოვანი იქნება.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონას" სათამაშო ფორმას, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრს ვერაფერს დავუწუნებთ, თუმცა "სევილიასთან" გამართულ ბოლო მატჩში პრობლემებიც გამოჩნდა.

კუმანის გუნდმა ლა ლიგის პირველ 2 ტურში იოლად იმარჯვა. კატალონიელებმა ჯერ ლიდერთა შორის ყოფ "ვილიარეალს" ჯერჯერობით ერთადერთი მარცხი აგემა (4-0), შემდეგ კი მისთვის ძალიან რთულ სტადიონზე "სელტა" 3-0 გაანდგურა. ამას მანამდე ქულების დაუკარგავ "სევილიასთან" "კამპ ნოუზე" რთული თამაში და 1-1 მოჰყვა.

"ბარსელონას" ლა ლიგის ბოლო 4 გასვლით თამაშში 4 მოგება აქვს. ამ 4 შეხვედრაში კატალონიელებმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.

"ხეტაფემ" ამ სეზონში 4 თამაშის ჩატარება მოასწრო. მადრიდელებმა კარგად დაიწყეს და პირველ 3 ტურში 7 ქულა აიღეს, მაგრამ ბოლო ტურში "სოსიედადთან" 0-3 განადგურდნენ.

დანაკლისი

"სევილიასთან" თამაშის შემდეგ "ბარსელონას" პირველ გუნდში 2 ცვლილებაა და ორივე მარცხენა მცველის პოზიციაზე - ჟორდი ალბა ტრავმირებულია, ჟუნიორ ფირპო კი გამოჯანმრთელდა.

ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშებენ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, სამუელ უმტიტი და მატეუს ფერნანდესი.

"ბარსელონას" განაცხადი.

"ხეტაფეს" რიგებში საეჭვოა მოედანზე დარიო პოვედას გამოჩენა, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ 34-ჯერ უთამაშიათ და რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა "ბარსელონას" აქვს - 25 მოგება, 6 ფრე, მხოლოდ 3 მარცხი, 79 გატანილი და 26 გაშვებული გოლი.

"ბარსელონამ" "ხეტაფეს" ბოლო 4 თამაში მოუგო, მადრიდელებმა კი ბოლოს 2011 წელს იმარჯვეს. მას შემდეგ ჩატარებული 17 დაპირისპირებიდან 14 "ბლაუგრანამ" მოიგო, ხოლო 3 ფრედ დასრულდა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში "ბარსელონა" "ალფონსო პერესზე" გაჭირვებით იგებს. უკანასკნელი 6 გასვლითი დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 5 კი მოიგეს, მაგრამ ორზე მეტი გოლის გატანა ვერცერთხელ მოახერხეს.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი მსაჯი სესარ სოტო გრადო იქნება. 40 წლის გრადოს გამოცდილი არბიტრი ნამდვილად არ ეთქმის - მას ლა ლიგაში მხოლოდ 21-ჯერ უმსაჯია.

სესარ სოტოს "ბარსელონას" შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ უმსაჯია - გასულ სეზონში კატალონიელებმა "ეიბარი" 5-0 გაანადგურეს. იმ შეხვედრში ლეო მესიმ 4 გოლი გაიტანა.

"ხეტაფემ" სესას სოტოს მსაჯობით 2 თამაში ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა. გასულ სეზონში მადრიდელები "ვალიადოლიდს" სტუმრად (1-1), ხოლო "ოსასუნას" შინ (0-0) დაუზავდნენ.

სტატისტიკა

  • "ბარსელონას" "ხეტაფესთან" 17 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" შორის ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 7-ში კატალონიელებმა პირველი ტაიმიც მოიგეს და თამაშიც;
  • ლა ლიგის ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში "ბარსამ" პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც;
  • "ხეტაფემ" ლა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან გოლი 5-ში ვერ გაიტანა;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი: "ხვალ რთული თამაში გველის. კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სივრცეები გამოვიყენოთ. ბოლო წლებში, "ხეტაფეს" განვითარების დინამიკა ძალიან პოზიტიურია". კუმანის სრული კომენტარი.

ხოსე ბორდალასი: "კუმანის "ბარსელონა" განახლებული გუნდია. მას ახალწვეულები ჰყავს, რომლებიც საქმეს მნიშვნელოვნად გაგვირთულებენ, რადგან ისინი ტიტულებისთვის იბრძოლებენ. კუმანის გუნდი უფრო დინამიურია. ის 4-2-3-1 სისტემას იყენებს და კიდევ სხვა ასპექტებიცაა, რაც შეიცვალა. "ბარსელონას" ისევ დიდებული ინდივიდუალისტები ჰყავს და ახლა ეს გუნდი უფრო ვერტიკალურ, დინამიურ და ორმაგად სახიფათო თამაშს აჩვენებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ხეტაფე (4-4-2): სორია, სუარესი, დაკონამი, ეჩეიტა, ოლივერა, ნიომი, მაქსიმოვიჩი, არამბარი, კუკურელია, მატა, ერნანდესი.

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • Sportsmole: 1-2
  • Sportskeeda: 0-2
  • Squawka: 1-3

ტრანსლაცია

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ოქტომბერი 2020 20:54
    0
    "თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში "ბარსელონა" "ალფონსო პერესზე" გაჭირვებით იგებს. უკანასკნელი 6 გასვლითი დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 5 კი მოიგეს, მაგრამ ორზე მეტი გოლის გატანა ვერცერთხელ მოახერხეს".

    უნდა იყოს ვერცერთხელ ვერ მოახერხეს. ქართული ენის გრამატიკა გადაიკითხეთ, დებილ პოლიტიკოსებს კი ნუ უსმენთ.
    Culé [?]
    #2 17 ოქტომბერი 2020 09:28
    5
    ლეოს ხეტაფესთან შედევრები გამოსდის. განახლებუ სეზონში გოლების მხრივ კარგად ვერაა. 2-გოლი და ორივე 11-მეტრიანიდან დროა ლეოს გოლი თამაშიდანაც ვიხილოთ
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    Culé [?]
    #1 16 ოქტომბერი 2020 22:55
    11
    მძიმე მატჩი გვექნება თუუმცა მოგების გარდა სხვა შედეგი არ განიხილება