რონალდ კუმანი "ხეტაფესთან" მატჩის წინ

  • 16-10-2020, 17:22
  • რონალდ კუმანი "ხეტაფესთან" მატჩის წინ

    2-კვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას "ბარსელონა" ხვალ გამართავს. კატალონიელები ლა ლიგის მე-6 ტურში სტუმრად "ხეტაფეს" დაუპირისპირდებიან. 

    "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მოახლოებული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

    "ხვალ რთული თამაში გველის. კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სივრცეები გამოვიყენოთ. ბოლო წლებში, "ხეტაფეს" განვითარების დინამიკა ძალიან პოზიტიურია. 

    გრიზმანი? მას გუშინ ვესაუბრე. მის პოზიციაზე და თამაშზე ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს ის. პოზიციას მე ვარჩევ, კარგი პერფორმანსის შემთხვევაში კი არანაირი პრობლემა არ გვექნება. 

    დაისვენებს თუ არა მესი? მე მინდა, რომ გუნდის შემადგენლობა ყველა შეხვედრაში საუკეთესო იყოს. მესი დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით დაბრუნდა, საბოლოო განაცხადს კი დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შევარჩევთ. 

    უკვე მრავალი წელია, მესი გადატვირთული გრაფიკით თამაშობს, მაგრამ ის ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც მაშინ უფრო იღლება, თუ მოედანზე ვერ გადის. მას ყოველთვის უნდა, თამაშში მონაწილეობა მიიღოს. 

    დემბელე? მას ძალიან კარგი მონაცემები აქვს, ფიზიკურად კი ყოველდღიურად უმჯობესდება. მას ვარჯიშზე ვაკვირდები და კმაყოფილი ვარ. 

    რიკი პუჩი? ნაკრებში მის თამაშებს ვუყურე, სადაც, რა თქმა უნდა, პედრისაც დავაკვირდი. ის თამაშის შანსებს მიიღებს. 

    დე იონგმა თავადაც კარგად იცის, როდის თამაშობს კარგად და როდის არის ჩვეულ დონეზე დაბლა. იმედი მაქვს, ის ფორმას მალე აღიდგენს და თავის საუკეთესო ვერსიას გვაჩვენებს. 

    გულშემატკივრები "კამპ ნოუზე"? იმედია, ისინი მალე დაბრუნდებიან. ეს საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება ჩვენთვის მოხდეს. ფანების მხარდაჭერის გარეშე თამაში ძალიან რთულია. 

    პიანიჩი? მას დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ. შესაძლოა, ის ხვალინდელ თამაშში დაგვეხმაროს. 

    ტერ შტეგენი? არა მგონია, მან "ელ კლასიკოში" ჩვენი დახმარება შეძლოს". - განაცხადა კუმანმა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Zaga ახალბედა [?]

    17 ოქტომბერი 2020 01:19

    თავდამსხმელი რომ გვყავდეს გრიზმანი კი ითამაშებდა მის პოზიციაზე მაგრამ მაგ პოზიციაზე მესის დავაყენებდი და დემბელეს მარჯვნივ მაგრამ სამწუხაროდ ბრეიტვეიტის მეტი თავდამსხმელი არ ყავს ბარსას და მასაც არ ეძლევა თამაშის საშუალება თორე გრიზმანზე მეტ სარგებელს მოიტანდა ალბათ

    0
    გასულია
    gio-rakitich ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2020 22:46

    რაღა დაგიმალოთ და წელს მაქვს გუნდის იმედი და დავწერ რატომაც
    1.დიდი და გრძელვადიანი ჩავარდნა გქვონდა ძალიან და ამდენი ხნის შემდეგ
    ტრადიციული ციკლის დრო დგება ყველაფერს თავი დავანებოთ ბარსა ყოველთვის დაბრუნებულა მაღალ საფეხურზე და ახლაც მაქვს განცდა რომ დაბრუნდება.
    2. გუნდში რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი მეიმედება რომლებიც გარდამტეხ მომენტს შეიტანენ გუნდის წინსვლაში და რომელიც გუნდის მთავარი გამწევი ძალა იქნებიან.
    მოტივურებული და აწ უკვე ფორმაში შესული, ზე კლასის ფეხბურთელი კოუტინიო თავის პოზიციაზე,მოტივირებული და მოედანზე გაბლატავებული თავზე წასული (კარგი გაგებით)ანსუ ფატი კი ვნახეთ რაც შეუძლია.მაღალის კლასის ნახევარმცველები-პიანიჩი,ბუსი და დეიონგი განსაკუთრებით რომელსაც ყველაფერი აქვს დამტკიცებული ვიცით რაც შეუძლია,აქედან გამომდინარე ნახევარდაცვაში პრობლემები არგვექნება.
    მარჯვენა ფლანგზე ახალი სისხლი დესტის სახით.დაცვაში ასეთუ ისე ლენგლე და პიკე თავის საქმეს გააკეთებენ,ალბაც არ ჩამოუვარდება თავის გუნდს არაფრით და არაფერი აკლია ამისათვის და ეს იმითაც იქნება განპირობებული შემტევები როგორ შეასრულებენ ცეცხლოვან მისიებს წინა ფლანგზე და ამის მჯერა.
    ნიჭით აღსავსე ახალგაზრდა ფეხბურთელები ტრინკაო და პედრი.დემბელე რომელიც გუნდთან ერთად მოიხოდება დიდი ალბათობით.
    გრიზმანი რომელიც, მისი კლასი კარგახანია ყველასთვის ნაცნობია და ვიმედოვნებ მისი ათამაშებაც მოხდება სწორ პოზიციაზე. და ბოლოს შეუდარებელი და უბერებელი ფეხბურთის ღმერთი ლეო მესი რომელიც ყველაფერს იზავს გუნდის ფეხზე დასაყენებლად და დავაკონკრეტებ გუნდთან ერთად-გუნდურად,მხოლოდ გუნდურად შემოგვთავაზებს კარგ თამაშს რადგან ერთ კაცზე აწყობილი ბარსა ვნახეთ და გუნდურ თამაშში გუნდი უნდა თამაშობდეს მთლიანად კარგად და სოლო რეიდებიც არ მოგვაკლდება მეფის მხრიდან.
    3.ბოლოს კი ერთერთი მთავარი ფაქტორი ვისგამოც უნდა მოხდეს გუნდის შეკვრა და შენება.
    კუმანი რომელიც ძალიან გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტია თავის საქმეში,ეს მაშინვე გამოჩნდა როცა გარდამტხეხი ცვლილებები შეიტანა გუნდში რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვებით და იმ აჟიოტაჟით რომლითაც ბევრი დაგვამწუხრა თუნდაც სუარესი მესის დუეტის დაშლით მაგრამ რასვიზავთ როცა იქნებოდა მაინც უნდა მომხდარიყო.
    მოკლედ ბევრი რომაღარ ვწერო
    ველი შედეგებს და სასიამოვნო მატჩებს სასიამოვნო გოლებით და ეპიზოდებით.

    3
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    16 ოქტომბერი 2020 21:10

    ნეტუ
    რობერტო არაუხო ლენგლე დესტი
    ბუსკეცი დე იონგი
    გრიზმანი კოუტინიო დემბელე
    მესი

    ამ კამანდით უნდა ითამაშოს ხვალ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2020 20:56

    ციტატა: getsby
    ფლანგზე ანსუ უნდა იდგეს ან დემბელე არ შეიძლება ასე არც კოუ და არც გრიზი გამქცევები არ არიან . ფლანგზე მარჯვნივ მესი მაინც არ დგას და მარჯვენა ფლანგიდან არანაირი შეტევები აღარ მიდის და ეგეც ცუდია ძაან არვიცი რა წელსაც მგონია რო ვერაფერს ვერ მოიგებენ

    კოუტინიო როდის დააყენა კუმანმა ფლანგზე 🙃

    1
    გასულია
    getsby Culé [?]

    16 ოქტომბერი 2020 18:50

    ფლანგზე ანსუ უნდა იდგეს ან დემბელე არ შეიძლება ასე არც კოუ და არც გრიზი გამქცევები არ არიან . ფლანგზე მარჯვნივ მესი მაინც არ დგას და მარჯვენა ფლანგიდან არანაირი შეტევები აღარ მიდის და ეგეც ცუდია ძაან არვიცი რა წელსაც მგონია რო ვერაფერს ვერ მოიგებენ

    3
    გასულია
    C.PC5 წევრი [?]

    16 ოქტომბერი 2020 18:13

    შტეგოზე გამიტყდა მაგრად. ელ კლასიკოში ერთ-ერთი უმთავრესი კაცია ჩვენთვის. აი დემბელეს რომ არ ათამაშებს მაგის გამო კი ვაკრიტიკებ ამ კაცს მაგრამ ახლა დავაკვირდი ერთ რაღაცას. ვალვერდე დემბელეს ეგრევე ძირითადში აყენებდა როგორც კი ფეხზე დადგებოდა, შეიძლება კი აძლევდა მოსაძლიერებლად დროს მაგრამ ამდენს არა, ჩემი აზრით დემბელეს ფორმა მაგან გააფუჭა, ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და აყენებდა ძირითადში რათქმაუნდა დემბელეც მალე ახალ ტრავმას იკიდებდა. რავი ეგ ერთი იმედი მაქვს რომ კუმანი დემბელეს მოძლიერებას და კარგ ფორმაში ჩადგომას ელოდება და მაგიტომ გვაყურრბინა ამდენი ხანიც გრიზმანის საცოდაობა. იმედია ასეა და იმედია ასეთი გადაწყვეყოლება გაამართლებს.

    9
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2020 17:58

    დეპაის მოიყვანენ წესით ზამთარში ყველგან მაგაზე წერია ლიონთანაც შეათანხმა და დეპაისთანაცო

    2
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2020 17:55

    გრიზმანმა და კოუტინიომ რომ გაიყონ სათამაშო დრო, მაგაზეც შეიძლება ფიქრი
    და ანსუ 9-იანზე
    ისე, როგორც კილიან მპაბეს უკან იდგა ანტუანი მუნდიალზე
    მაგ შემთხვევაში დეპაის მოყვანა ღირს, სადაც დემბელე და დეპაი ითამაშებენ კონკურენციაში (დემბელე რომ ტრამვას არ მიიღებს, ვინმეს სჯერა ეგ?)
    მაგ ვარიანტში ყველა მიიღებს სათამაშო დროს იმ დოზით, რომ არც ერთ არ გადაიწვას

    5
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2020 17:43

    ციტატა: Griezzy7
    არადა ფორვარდი რო გვყავდეს დავაყენებდით გრიზმანს ფორვარდის უკან კოუტინიოს მარცხნივ და მესის გვერდით და ძაან საკაიფო იქნებოდა!!! 😕 💓

    ფორვარდი
    კოუტინიო---გრიზმანი---მესი
    დე იონგი --- პიანიჩი
    ალბა---ლენგლე---პიკე---დესტი
    ტერ შტეგენი

    კოუტინიო მარცხნივ რომ იდგა მაგიტომ იყო ისე კატასტროფულად რომ თამაშობდა, კოუტინიო იქ უნდა იდგეს სადაც დგას ამ გრიზმანს კიდე ადგილი არ რჩება მესის და კოუტინიოს გვერდით და მაგიტომაა რომ ვერ თამაშობს

    4
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    16 ოქტომბერი 2020 17:36

    არადა ფორვარდი რო გვყავდეს დავაყენებდით გრიზმანს ფორვარდის უკან კოუტინიოს მარცხნივ და მესის გვერდით და ძაან საკაიფო იქნებოდა!!! 😕 💓

    ფორვარდი
    კოუტინიო---გრიზმანი---მესი
    დე იონგი --- პიანიჩი
    ალბა---ლენგლე---პიკე---დესტი
    ტერ შტეგენი

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV