ფეხბურთში მთავარი აზროვნებაა - პედრი

ფეხბურთში მთავარი აზროვნებაა - პედრი

კატალონიის "ბარსელონას" ტალანტი, პედრი გონსალესი საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - აზროვნებაა, რაგდან მეტოქის ქმედება წინასწარ უნდა გამოიცნო. შესაბამისად, ეს ასპექტი ათლეტიზმს მირჩევნია', - აცხადებს 17 წლის მოთამაშე "ხეტაფეს" ფიზმომზადების მწვრთნელის, ხავიერ ვიდალის სიტყვების პასუხად.

ყოფილი "ლას პალმასელი" ლეო მესისთან შეხვედრასაც იხსენებს: "ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. მე მხოლოდ ახლახან შევაბიჯე იმ ცენტრში, რომელშიც არგენტინელმა თავი დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა. მასთან მისასალმებლად მივედი, ლეომ კი მიპასუხა: "მოგესალმები, ისიამოვნე აქ ყოფნით". ამის შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და ვთქვი: "კარგი, წავედით სათამაშოდ!"

შეგახსენებთ, პედრი "ბარსაში" პირველ სეზონს ატარებს და რონალდ კუმანისგან სათამაშო დროსაც იღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ოქტომბერი 2020 23:25
    2
    ბარსაში სათამაშოდაა ეს ბიჭი დაბადებული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ოქტომბერი 2020 23:04
    4
    ჭკვიანი და დინჯი ბიჭია . 2-3 წელში პროგრესი თუ არ შეწყვიტა, ის ნახევარმცველი გვეყოლება რომელიც დღემდე გვაკლია
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly