მკვდარი ვარ - მესის პასუხი ლუკას ოკამპოსის კითხვას | ვიდეო

  • 15-10-2020, 22:00
  • მკვდარი ვარ - მესის პასუხი ლუკას ოკამპოსის კითხვას | ვიდეო

    მოგეხსენებათ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, არგენტინის ნაკრებმა ბოლივია სტუმრად, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. გოლების გატანა ლაუტარო მარტინესმა და ხოაკინ კორეამ მოახერხეს, მასპინძელთა მხრიდან კი მარსელო მარტინსი გამოირჩა.

    უცნობი არავისთვისაა, რომ ბოლივიაში, კერძოდ, "ერნანდო სილესზე" თამაში ნებისმიერ სტუმარ გუნდს უჭირს, ვინაიდან, იგი ზღვის დონიდან 3.367 მეტრზე მდებარეობს, რაც მსოლფიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია.

    Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, "ალბისელესტეს" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ "სევილიას" ლიდერისა და ნაკრებში თანაგუნდელის, ლუკას ოკამპოსის კითხვას, თუ როგორ გრძნობდა თავს, შემდეგნაირად უპასუხა: "მკვდარი ვარ".

    შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამისა, ლეომ ხსენებულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო და სკალონის შეგირდთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Futbol Club Barcelona ფანი [?]

    15 ოქტომბერი 2020 22:54

    ოკამპოსი არაა როდრიგო დე პაულია

    1
    გასულია
    grizmann ფანი [?]

    15 ოქტომბერი 2020 22:08

    ოკამპოსი მესის მერე ყველაზე საკაიფოდ თამაშობს ამ არგენტინის ნაკრებში

    9
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV