მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი - რა ხდის კუმანის გუნდს განსაკუთრებულს

მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი - რა ხდის კუმანის გუნდს განსაკუთრებულს

"ბარსელონას" დამრიგებელი რონალდ კუმანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც მან ასისტენტებად ჰენრიკ ლარსონი და ალფრედ შროიდერი შეარჩია.

"ჰენრიკ ლარსონს ძალიან კარგად ვიცნობდი, რადგან მასთან ერთად "ფეიენორდში" 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩვენ ურთიერთობას ამის შემდეგაც ვინარჩუნებდით. ყოველდღიური კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ ურთიერთობა გვქონდა, მე კი "ბარსელონაში" ასისტენტად თავდამსხმელს ვეძებდი, რომელსაც ამ გნუდში ნათამაშები ჰქონდა.

ალფრედ შროიდერზე კარგი წარმოდგენა მქონდა. ის "აიაქსში" მწვრთნელის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც "ჰოფენჰაიმს" წვრთნიდა.

მე მცველი ვიყავი, შროიდერი ნახევარმცველი, ლარსონი თავდამსხმელი და ჩვენს გუნდში ყველა პოზიციის წარმომადგენელი გვყავს. ლარსონის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია თავდამსხმელებისთვის თავისი გამოცდილების გაზიარებაა. მე მათ ვენდობი. ამ ადამიანებს ვიცნობ და ეს მნიშვნელოვანია." - განაცხადა კუმანმა Barca TV-სთან საუბრისას.

ჰენრიკ ლარსონს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში "ბარსელონაში" თამაშის გამოცდილებაც აქვს (2004-2006). ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ის ხან მთავარი მწვრთნელი იყო, ხანაც ასისტენტი. ბოლოს, "ბარსელონაში" წამოსვლამდე, ის "ჰელსინგბორგს" წვრთნიდა.

ალფრედ შროიდერმა მთელი საფეხბურთო კარიერა ნიდერლანდებში გაატარა. მწვრთნელობა მან 2009 წელს დაიწყო. არსებობს მოსაზრება, რომ 2018/19 წლების სეზონში "აიაქსის" წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შროიდერი იყო. ამის შემდეგ ის გერმანული "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი გახდა, სადაც ადრე მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.