"ბარსელონა" პოლ პოგბას უფასოდ დამატებას შეეცდება | MD

"ბარსელონა" პოლ პოგბას უფასოდ დამატებას შეეცდება | MD

"ბარსელონა" რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, რის გამოც მოსალოდნელია, რომ კატალონიური გუნდი, მომდევნო ზაფხულში, აქცენტს თავისუფალ აგენტებზე გააკეთებს. ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი კი არაერთია.

ერთ-ერთი ვარსკვალვი, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, პოლ პოგბაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ნახევარმცველის დამატების ვარიანტს განიხილავს.

კატალონიური გამოცემის მიერ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, პოგბას "ბარსელონაში" გადმოსვლა მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს: 1) ზაფხულში "ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი და დიდი ალბათობით ახალი დირექტორთა საბჭო ეყოლება და მოსალოდნელია, რომ კლუბის გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალოს; 2) "ბარსელონას" სახელფასო ფონდის შემსუბუქება აქვს გადაწყვეტილი, პოგბას ტრანსფერი კი ამ პრობლემას პირიქით, გაართულებს; 3) "ბარსელონა" ნახევარმცველის დამატების აუცილებლობის წინაშე არ დგას; 4) პოგბა არ მალავს, რომ მისი ოცნება "რეალში" თამაშია, მადრიდულ გუნდს კი მისი თანამემამულე ზინედინ ზიდანი წვრთნის.

Mundo Deportivo "ბარსელონას" სხვა ისეთ ფეხბურთელებსაც უკავშირებს, რომლებსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებათ: სერხიო აგუერო, დავიდ ალაბა, ანხელ დი მარია, ორიოლ რომეუ, ხუან ბერნატი, არკადიუშ მილიკი, ჯანლუიჯი დონარუმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 15 ოქტომბერი 2020 21:46
    0
    თუ უნდათ მოიყვანენ, მანდ ხელფასის თემა ბლეფია. ასეთ დროს, როცა ვარსკვლავი უფასოდ მოგყავს გუნდში, ძალიან დიდ სატრანსფერო თანხას ზოგავ და მისთვის მაღალი ხელფასის დანიშვნის პრობლემა არ აქვს.

    თან ეს დედანაქაჩი კორონა რამდენ ხანს იქნება კიდე, ოდესმე ხო მოშორდება და მორჩება კრიზისიც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ოქტომბერი 2020 14:12
    5
    მოაშორეთ ეს ცხენი აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2020 14:03
    4
    ციტატა: Alien messi
    ეს თუ მართალია ძაან მაგარია ეს და დეიონგი საყრდენ ზონაში დაგლიჯავენ🔥

    კარგით რა))ამის თამაში ნანახი გაქვთ ბოლო წლებში?
    ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა ალბათ და მარტო სახელების გამო ნუ იცით ხოლმე ეს ყველაზე გაგიჟება..
    ციტატა: Iniesta_8
    ჯერ ერთი, მანჩესტერს აქვს უფლება რომ დამატებით 1 წლით გაუხანგრძლივოს კონტრაქტი. მეორე, ეს დემბელეზე უარესი ხასიათისაა და ტრავმებსაც არანაკლებად იღებს.მესამე, ბოლო კარგი თამაში 3 წლის წინ ჩაატარა და რათ გინდათ ვერ ვხვდები. მანჩესტერიც მიხვდა რა ნაგავიცაა და ერთი სული აქვს მოიშოროს სარფიანად. იმედია აქ არ გადმოვა. ცალკე ამის აგენტი რაიოლაა და მაგასთან საქმის დაჭერა არ ღირს.

    სწორი ხარ 1000%
    დიდი იმედი მაქვს არ მოვა
    Culé [?]
    #2 15 ოქტომბერი 2020 12:29
    3
    ჯერ ერთი, მანჩესტერს აქვს უფლება რომ დამატებით 1 წლით გაუხანგრძლივოს კონტრაქტი. მეორე, ეს დემბელეზე უარესი ხასიათისაა და ტრავმებსაც არანაკლებად იღებს.მესამე, ბოლო კარგი თამაში 3 წლის წინ ჩაატარა და რათ გინდათ ვერ ვხვდები. მანჩესტერიც მიხვდა რა ნაგავიცაა და ერთი სული აქვს მოიშოროს სარფიანად. იმედია აქ არ გადმოვა. ცალკე ამის აგენტი რაიოლაა და მაგასთან საქმის დაჭერა არ ღირს.
    ფანი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2020 11:07
    8
    ეს თუ მართალია ძაან მაგარია ეს და დეიონგი საყრდენ ზონაში დაგლიჯავენ🔥