"ბარსელონელები" სანაკრებო თამაშებში

"ბარსელონელები" სანაკრებო თამაშებში

ცოტა ხნის წინ დასრულდა UEFA-ს ერთა ლიგის ოქტომბრის თვის ბოლო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობა "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მიიღეს.

კლემან ლანგლე, ანტუან გრიზმანი

ლანგლესა და გრიზმანის საფრანგეთმა ხორვატიის ნაკრები სტუმრად 2-1 დაამარცხა. ლანგლემ მოედანზე 90 წუთი გაატარა, გრიზმანმა კი, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა, 83-ე წუთზე შეცვალეს.

მარტინ ბრეითუეიტი

ბრეითუეიტის დანიამ ინგლისს გასვლაზე 1-0 მოუგო. "ბარსელონას" შემტევმა მოედანზე 73 წუთი დაჰყო.

ფრენკი დე იონგი

დე იონგის ნიდერლანდების ნაკრები იტალიას სტუმრად დაუზავდა. მატჩში, რომელიც 1-1 დასრულდა, "ბლაუგრანას" ნახევარმცველმა სრულად ითამაშა.

მირალემ პიანიჩი

პიანიჩის ბოსნიის ნაკრები გასვლაზე პოლონეთთან 0-3 განადგურდა. კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და იგი 33-ე წუთზე შეცვალეს.

ფრანსიშკუ ტრინკაუ

ტრინკაუს პორტუგალიამ სახლში შვედეთის ნაკრები 3-0 დაამარცხა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგახრდა შემტევმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 15 ოქტომბერი 2020 09:06
    3
    ციტატა: CHEPE
    ჰოლანდია კუმანის მერე ისევ გაბანძდა😁😁😁😁 და კუმანზე რომ იტყვი აგერ ნახეთ დეკემბრამდე გააგდებენ ბარსადანო ავტორი ზიზოუ და ანირეალ😁😁😁

    ბაზარი არაა. ასე ორი თვის წინ, სანამ კუმანი მოვიდოდა ჩვენთან, ვფიქროვდი რომ ჰილანდია ერთ-ერთი ფავორიტი იყო ევროპის ჩემპიონატზე და ახლა ძაან შესუსტდა აშკარად.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"