ლაუტარო: მესიმ ყველაფერი გააკეთა

ლაუტარო: მესიმ ყველაფერი გააკეთა

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა, ბოლივიასთან გამართული რთული თამაშის შემდეგ, ლიონელ მესი შეაქო.

არგენტინისა და ბოლივის ნაკრებები ერთმანეთს ზღვის დონიდან 3 367 მეტრზე მდებარე სტადიონზე, "ერნანდო სილესზე" დაუპირისპირდნენ, სადაც თამაში, ბუნებრივია, რთულია.

"რა თქმა უნდა, ასეთ სიმაღლეზე მოგება შესაძლებელია. არ უარვყოფ, რომ აქ თამაში, ჩვეულებრივთან შედარებით, ძალიან რთულია. თუმცა, მესისა და ოტამენდის მსგავსი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდი გვყვავს.

ლეომ და ნიკოლასმა დღეს ყველაფერი გააკეთეს და სწორედ მათი წყალობით გავიმარჯვეთ. ხედავდით, როგორ ცდილობდა მესი მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგებას, როგორ იბრძოდა და აპრესინგებდა მეტოქეს", - ციტირებს ლაუტაროს სიტყვებს Tribuna.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ჩიკო
    სტუმარი [?]
    #2 14 ოქტომბერი 2020 23:44
    0
    https://goal.ge/news/157330-22-fexburteli-romelic-dgeis-monacemebit-zafxulshi-tavisufali-agenti-xdeba.html ამათგან რომელიმე ნრი გავიფორმოთბკაი.იქნება ზამენაზე იმედია მესი გაახანგრძლივებს , მე მაგალითად ალაბა მინდა ასევე დრაქსლერიც
    ფანი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2020 23:37
    2
    ლაუტაროს არ გაარტყით პიანიჩზე დაწერეთ რამე