"ბარსელონას" რთული კალენდარი - 7 თამაში 23 დღეში

"ბარსელონას" რთული კალენდარი - 7 თამაში 23 დღეში

"ბარსელონას" ფეხბურთელებს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, მოდუნების საშუალება ნამდვილად არ აქვთ. რონალდ კუმანის გუნდს 23 დღეში 7 მატჩის ჩატარება მოუწევს.

პირველი "კლასიკო" გულშემატკივრების გარეშე და ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება

"ბარსელონა" მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე მონაცვლეობით ითამაშებს. კატალონიურ გუნდი, 17 ოქტომბერს, "ხეტაფესთან" მატჩით დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" ბოლო დროს "ალფონსო პერესზე" ცუდი სტატისტიკა არ აქვს, ეს ის სტადიონია, სადაც 3 ქულის მოპოვება ნამდვილად რთულია.

ამის შემდეგ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პირველ თამაშს გამართავს. კატალონიელები, 20 ოქტომბერს, "ფერენცვაროშს" უმასპინძლებენ.

"ფერენცვაროშთან" მატჩიდან 4 დღეში, 24 ოქტომბერს, სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში "ბლაუგრანა" "რეალს" დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი "ელ კლასიკო", რომელიც ფანების გარეშე ჩატარდება.

"კლასიკოს" შემდეგ კატალონიელებს კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მოუწევთ. "ბარსელონა", 28 ოქტომბერს, ამჯერად უკვე "იუვენტუსს" ეწვევა.

"იუვესთან" შეხვედრიდან 3-4 დღეში, 31 ოქტომბერს ან 1 ნოემბერს, კატალონიელებს "ალავესთან" რთული გასვლა ელით, შემდეგ კი, 4 ნოემბერს, "ბარსა" კიევის "დინამოს" მიიღებს.

კატალონიური გუნდი დატვირთული პერიოდის ბოლო თამაშს, 7 ან 8 ნოემბერს, "ბეტისთან" გამართავს, რის შემდეგაც "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ.

"ბარსელონას" სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2020 22:59
    1
    რა შეაგდო გრიზმანმა