ბოლივიის ნაკრების მეკარე მესის ინციდენტზე: არ ვიცი, რა მოხდა

ბოლივიის ნაკრების მეკარე მესის ინციდენტზე: არ ვიცი, რა მოხდა

ბოლივიის ნაკრების კარის დარაჯმა, კარლოს ლამპემ, არგენტინასთან თამაშის შემდეგ ლიონელ მესისა და მისი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს, ლუკას ნავას შორის მომხდარ მცირე კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.

"ინციდენტი მესისთან? არ ვიცი, რა მოხდა. ლეოსთან ვსაუბრობდი და დავინახეთ არგენტინელი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი გუნდის შემტევთან, მარსელო მარტინსთან კამათობდნენ. ფიზმომზადების მწვრთნელი შორს იმყოფებოდა და არ ვიცი, რა უთხრეს მათ მესის", - ციტირებს ლამპეს სიტყვებს TyC Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, გაბრაზებულმა ლეო მესიმ ლუკას ნავას შეურაცხყოფა მიაყენა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.