მესი ბარსელონაში დაბრუნდა [ვიდეო]

მესი ბარსელონაში დაბრუნდა [ვიდეო]

სანაკრებო შეკრების შემდეგ, "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი ბარსელონაში პერსონალური რეისით ჩამოფრინდა.

33 წლის თავდამსხმელმა "ალბისელესტეს" რიგებში 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა. 

[media=https://twitter.com/MediaBarcaTimes/status/1316390998746959875?s=20]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 14 ოქტომბერი 2020 21:01
    3
    როგორ თამაშობს ფეხბურთს მესი-ყველაფერი,რაც ლეოს ჯადოქრობების მიღმა ხდება.
    გასული კვირა მესისთვის განსაკუთრებული იყო-15 თებერვალს 17 წელი შესრულდა,რაც მესიმ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და დიდ ფეხბურთში თავისი კარიერა დაიწყო.22 თებერვალს კი-13 წელი შესრულდა,რაც ლეოს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა ჩელსის წინააღმდეგ.ეს იყო დღე,როდესაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო,რომ ჩვენს პლანეტაზე ახალი ჯადოქარი დაიბადა.ლეო მესის ბურთით რა შეუძლია,ყველამ ვიცით.ამის დასტურად სულ რამდენიმე დღის წინ სევილიასთან გამართული შეხვედრაც გამოგვადგება-მესის სამი გოლითა და საგოლე პასით.ეს მისი 50-ე ჰეთ-თრიკი იყო კარიერაში.ამ სტატიაში მესის თამაშის იმ ასპექტებზე ვისაუბრებთ,რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს-არგენტინელის სათამაშო ზონები,მისთვის იდეალური ტაქტიკა,მოსახერხებელი პარტნიორები და ა.შ.მოკლედ ყველაფერი,რაც მესის 650 გოლის მიღმაა.
    რა არის მესის იდეალური პოზიცია-გარემარბიდან ენგანჩემდე
    13 წლის წინ,როდესაც მესიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის წინააღმდეგ,ის მარჯვენა ფლანგიდან უტევდა.ბარსელონას შემტევ სამეულს რონალდიონიო,მესი და ეტოო შეადგენდნენ.ნომინალურად მესი მარჯვენა ფლანგიდან უტევდა,რონალდიონიო მარცხნიდან,ეტოო კი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი იყო.მესიც და რონალდიონიოც ფლანგიდან იწყებდნენ,მაგრამ მოედნის ცენტრში შედიოდნენ.რაიკარდის ბარსელონას 4-3-3-ში მარჯვენა შემტევის როლი ერთადერთი იყო,რომელიც იმ წლებში მესის ტაქტიკურად ერგებოდა.ლეოსთვის იდეალური პოზიციის მოძებნა ბარსელონასთვის იოლი არ იყო.ადრეული ასაკიდანვე მას ბევრად უფრო მეტი შეეძლო,ვიდრე ერთი,რომელიმე ნომინალური კონკრეტული პოზიციის მოთამაშეს.მარტივად რომ ვთქვათ,ნებისმიერი მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია მესის ზღუდავდა.საქმე ის არის,რომ ლა მასიას აკადემია,ბარსელონას მთელი საფეხბურთო სისტემა იმ ტაქტიკური სქემის მიხედვით თამაშობს და ვარჯიშობს,რომელსაც ძირითადი გუნდი იყენებს.ძირითადი გუნდისთვის კი კრუიფის სათამაშო იდეებსა და პრინციპებზე(ბურთის ფლობა და მაღალი პრესინგი)შექმნილი 4-3-3 თითქმის დოგმატური სქემა იყო.ამ სათამაშო სქემას და ტაქტიკას იყენებდა ფრენკ რაიკარდიც,იმ წლებში ბარსელონას დამრიგებელი,კაცი,რომელსაც ლეო თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელად მიიჩნევს.ამ სქემაში მესის იდეალური პოზიცია არ აქვს.ალექს გარსია,თბილისის დინამოს ყოფილი დამრიგებელი,მესისადმი მიძღვნილ წიგნში იხსენებდა,რომ როდესაც ბარსას 16 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა,ლეოსთვის მოედანზე იდეალური პოზიციის მოძებნა ძალიან გაუჭირდა.მესი ნახევარმცველის როლისთვის შემტევი იყო,გამოკვეთილი ფორვარდისთვის ნაკლებად ათლეტური(მით უმეტეს იმის გათვალისწინებით,რომ გვარდიოლას‘ყალბ ცხრიანამდე’ნაკლებად ათლეტური,მაგრამ მოძრავი თავდამსხმელის ფუნქცია ფეხბურთში ნაკლებად იყო პოპულარული).ერთადერთი,მას მესის ფლანგზე,მარჯვენა შემტევად დაყენება შეეძლო.თუმცა,ლეო მარჯვნიდან ყოველთვის იწევდა შუაში,მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს.მას სურდა იმ არეალში ეთამაშა,სადაც ბურთი უფრო ხშირად ექნებოდა.მესის სურდა ეთამაშა,როგორც„ენგანჩეს“,სამხრეთამერიკული საფეხბურთო ტერმინოლოგიის მიხედვით ფეხბურთელს,რომელიც თავისუფალია ტაქტიკური სქემიდან და გუნდის მთელი თამაში მიჰყავს.მესის ეს თვისება ბარსელონაში კარგად გამოიყენეს.გუნდში 2008 წელს დანი ალვეში გამოჩნდა,შემტევი მარჯვენა მცველი,რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია.როგორც კი მესი ფლანგიდან ცენტრში შედიოდა,მის პოზიციას ალვეში ავსებდა.დანი ალვეშს შეტევა ნომინალურ შემტევებზე არანაკლებ შეეძლო.შედეგად,ბარსელონა ეფექტურად იყენებდა მოედნის მთელ სიგანეს და შეტევის დროს მესის მანევრის მიუხედავად,კარგად ფარავდა ყველა ზონას.დაცვითი თამაში მესის საქმე არასოდეს ყოფილა-მით უმეტეს,ვერ ახერხებდა მარჯვენა ფლანგის დაკეტვას,მას შემდეგ,რაც ცენტრში შედიოდა.ალვეშის სისწრაფე,მისი ათლეტიზმი და ბევრი მოძრაობის უნარი კი ბარსელონას საშუალებას აძლევდა,რომ მესი დაცვითი სამუშაოსგან თავისუფალი ყოფილიყო და ენერგია მხოლოდ შეტევაზე დაეხარჯა,მთელ ფლანგს კი ბრაზილიელი აკონტროლებდა.

    ალვეში და მესი
    წლების მანძილზე,დანი ალვეში-მესის დუეტი ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე იარაღად იქცა-ისინი აბსოლუტურად სინქრონულად მოძრაობდნენ და ჰარმონიულად ავსებდნენ ერთმანეთს.
    რატომ ყალბი 9-იანი?
    ლეო მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია,რომელიც კი გვინახავს.ამ სტატიაში არ დავიწყებ ფეხბურთიდან შორს მდგომი ხალხის საყვარელ დისკუსიას-მესი ჯობია თუ რონალდო,ან მესი თუ მარადონა და ა.შ.ვფიქრობ,მსგავსი ტიპის დისკუსიები ფეხბურთის,ამ გუნდური და ძალიან სტრატეგიული თამაშის ძირითად არსს არ ასახავს.მესის,ზიდანის,მარადონას და სხვა მსგავს დიდ ჩემპიონებს და სუპერფენომენებს თავისი სათამაშო სტილი და ძლიერი მხარეები აქვთ-ისინი ერთი,ზეადამიანური მოცემულობიდან არიან და შემდეგ მათი მოწონება-არმოწონება,ან ერთმანეთზე შედარება მხოლოდ გემოვნების ამბავია.მოკლედ,ეს ჩვენი სტატიის თემა არ არის,უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ მესი არა ვინმეზე უკეთესი ფეხბურთელია,არამედ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი,რომელიც გვინახავს.ამაში სტატისტიკაც გვარწმუნებს.უკვე 11 წელია მესის სეზონში სულ მცირე 30 გოლი გააქვს.ეს საუკეთესო გამოკვეთილი ცენტრფორვარდის შედეგია-და ეს იმ დროს,როცა ნომინალური ცენტრფორვარდი საერთოდ არ არის და თამაშის დიდ ნაწილს მეტოქის საჯარიმოში არ ატარებს.
    გატანილი გოლების რაოდენობა-ბოლო 11 სეზონი
    ჩვეულებრივ,სეზონში მის ანგარიზე 40-50 გოლია.ლეოს გარდა,ასე სტაბილურად ამ რაოდენობის გოლები ფეხბურთში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს გააქვს,რომელიც ბევრად უფრო მეტ დროს ატარებს მეტოქის საჯარიმოში,ვიდრე არგენტინელი სუპერვარსკვლავი.მესი არამხოლოდ გატანილი გოლებით ლიდერობს,არამედ ლუის სუარესთან ერთად,ყველაზე ხშირად ამარაგებს თანაგუნდელებს საგოლე გადაცემებით.2018 წლის მონაცემებით,მესი უპირობო ლიდერი იყო როგორც გატანილი გოლების,ასევე საგოლე გადაცემების რაოდენობით.გვარდიოლას ცვლილების არსიც ეს იყო.მან მესისთვის‘ყალბი ცხრიანის’პოზიცია მოიგონა-ეს იმას ნიშნავს,რომ მესი სათამაშო სიტუაციის მიხედვით შედის მეტოქის საჯარიმოში,ანუ,იმ ზონაში,sაიდანაც გოლი უნდა შეაგდოს,ან ტოვებს საჯარიმოს,ათავისუფლებს ამ ზონას და იწევს უკან,საიდანაც უკვე უძღვება თავისი გუნდის შემტევ თამაშს.გვარდიოლას სისტემაში იგი ერთადერთი იყო,რომელსაც ჰქონდა ის პრივილეგია,რომ კი არ დალოდებოდა ბურთს თავის ზონაში,არამედ ემოძრავა მთელ სტადიონზე და ყოფილიყო იქ,სადაც ბურთია.გვარდიოლას ტაქტიკური ცვლილება მესის უნიკალური სათამაშო ინტელექტს ეყრდნობა.არგენტინელი სიტუაციას იმდენად კარგად აფასებს,რომ შეუძლია,თავად გადაწყვიტოს სათამაშო მომენტის,მეტოქის და თანაგუნდელების განლაგების მიხედვით,თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს მინდორზე.მთელი გუნდის სინქრონული და ჰარმონიული მოძრაობის გარეშე მუდმივ გუნდურ დინამიკაზე დაფუძნებული გვარდიოლას სისტემა ვერ იმუშავებდა.ფლანგზე,ან მოედნის სიღრმეში მესი ყველაზე კარგად იყენებს დრიბლინგს.ეს მისი ყველაზე მრისხანე იარაღია.მისი დრიბლინგი იმდენად ეფექტურია,რომ მესი მუდამ ქმნის უპირატესობას როგორც თავისთვის,ისე მთელი გუნდისთვის.მისი დრიბლინგის ეფექტურობიდან გამომდინარე,მეტოქე იძულებულია,რომ არ დატოვოს არანაირი სივრცე-დიდი ძალებით ითამაშოს დაცვაში და ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე ჰყავდეს მესის სიახლოვეს-ერთი ერთზე სივრცეში მესის წინააღმდეგ თავდაცვა შეუძლებელია.ეს კი სივრცეებს უქმნის და თამაშს უიოლებს არგენტინელის თანაგუნდელებს.სტატისტიკა გვაჩვენებს,რომ მესიზე ხშირად დრიბლინგში მხოლოდ ნეიმარი თამაშობს,მასზე ეფექტური კი(ანუ,დრიბლინგის შედეგად უფრო იშვიათად კარგავს ბურთს)დრიბლინგში მხოლოდ ედენ აზარია.ორივე ეს მოთამაშე მესისთან შედარებით უფრო ხშირად ფლანგიდან უტევს,სადაც უფრო მეტი სივრცეა,დაკარგვის ალბათობა კი-ნაკლები.ამასთან ერთად,იმ მოთამაშის კვალობაზე,რომელიც თამაშს ასე ხშირად იღებს თავის თავზე,მესის ძალიან ცოტა დაკარგვა აქვს-მხოლოდ 4.6 თამაშში(შედარებისთვის:ნეიმარი თითქმის ორჯერ ხშირად,8.1-ჯერ კარგავს თამაშში ბურთს).მესის ეპოქა ბარსელონას ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდია-ლეოს ანგარიშზე არამხოლოდ 30-ზე მეტი მოგებული ტიტულია(მათ შორის,4 ჩემპიონთა ლიგა,5 ოქროს ბურთი და 9 ესპანეთის ჩემპიონობა),არამედ მესის თამაშმა ბარსელონას ბრენდის და,ზოგადად,ფეხბურთის,პოპულარობა გაზარდა ჩვენს პლანეტაზე.მესი არის ის,ვის გამოც ფეხბურთი უყვართ.ტოტალური დამოკიდებულება მესიზე-ვალვერდეს პრობლემა

    ბურთის დაცვიდან ამოტანასა და მის გათამაშებაზე ზრუნვა.იგი ბურთს ძირითადად მეტოქის ნახევარზე ელოდებოდა.ბურთის გათამაშება და შემტევ ხაზამდე მისი მიტანა-ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის სამეულის ამოცანა იყო.გვარდიოლას წასვლის შემდეგ,წლიდან წლამდე,ბარსელონას ბურთის ფლობის პროცენტი სულ უფრო და უფრო კლებულობს,ვალვერდესთან ერთად კი,2009 წლის შემდეგ,ისტორიულ მინიმუმზეა.გუნდში თავდაპირველად სუარესი და ნეიმარი მოვიდნენ და ნათელი გახდა,რომ აქცენტი შემტევ სამეულზე გაკეთდა.დანარჩენ მოთამაშეებს ძირითადად შავი სამუშაოს შესრულება უწევდათ.თუკი გვარდიოლას დროს ბარსელონას ჰქონდა როგორც სისტემური,ასევე ხარისხობრივი უპირატესობა,სუარესთან და ნეიმართან ერთად,გუნდი კიდევ უფრო ვარსკვლავური გახდა და ხარისხობრივი უპირატესობა შეინარჩუნა,თუმცა სისტემური უპირატესობა ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდებთან,დაკარგა.ბარსელონა უკვე აღარ იყო ნახევარმცველების გუნდი-გუნდი,რომელიც თამაშობდა სისტემურად და ტაქტიკურად აბსოლუტურად ინოვაციურ ფეხბურთს.ნეიმარი გუნდიდან წავიდა,სუარესის საუკეთესო წლები ალბათ უკან არის,მათი შემცვლელები(კოუტინიო,დემბელე)მათ დონეზე ჯერ კიდევ ვერ თამაშობენ.მოედნის ცენტრშიც ჩავის და ინიეტას წასვლის შემდეგ ბარსელონა აღარ არის ის გუნდი,რომლისთვისაც ბურთის წართმევა შეუძლებელი ამოცანაა.რაკიტიჩი,არტური და კოუტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან,თუმცა ბურთის ფლობის და მისი გათამაშებისთვის საჭირო თვისებებით ჩავის და ინიესტას ჩამოუვარდებიან.მესისაც უფრო და უფრო ხშირად უწევს მოედნის ცენტრში ჩამოსვლა და ნახევარდაცვის დახმარება.ვალვერდეს გუნდი მთლიანად მესიზეა დამოკიდებული.მესი არამხოლოდ შემტევ თამაშს უწევს ორგანიზებას და გააქვს გოლები,არამედ უკან ჩამოდის,აქტიურად ეხმარება ნახევერდაცვას ბურთის გათამაშებასა და პრესინგიდან ამოსვლაში.ამაში გვარწმუნებს მესის დაფარვის ზონაც.ამ სეზონში თამაშის დიდ ნაწილს მესი მოედნის ცენტრის სიახლოვეს ატარებს.ალბათ არცერთ ფეხბურთელს არ აქვს მოედნის დაფარვის ასეთი მასშტაბი-მესის გავლენა მოედნის დაახლოებით 70 მეტრიან მონაკვეთზე აქვს.იგი თამაშობს როგორც კლასიკური 10 ნომრის,გამთამაშებლის,ასევე შუა ნახევარცველის და გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციებზე.ამაში გვარწმუნებს მის მიერ გაკეთებული პასების რაოდენობაც.მესი პასების რაოდენობით ბევრად აღემატება სხვა მისი პოზიციიის ფეხბურთელებს და დაახლოებით იგივე სიხშირით ასრულებს გადაცემებს,როგორც შუა ნახევარმცველები,ის ფეხბურთელები,რომელთა მთავარი საქმეც ბურთის პასით მოძრაობაა.მესის არამხოლოდ დაახლოებით იდენტური პასების რაოდენობა აქვს,არამედ ზუსტი პასების პროცენტიც და ეს იმის მიუხედავად,რომ ნომინალური ნახევარმცველებისგან განსხვავებით,მას ბევრად უფრო რთულ ზონებში უწევს თამაში და უფრო მაღალი რისკის მქონე გადაცემებს ასრულებს.
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2020 20:25
    8
    სნაკრებო კარგად ჩაამთავრე ლომო და ეხლა ბარსას ჯერია რა შედეგებს დადებ უახლოეს სერიოზულ მატჩებში... წარმატებები ❤❤❤