MARCA: დროა გაიბრწყინოს

MARCA: დროა გაიბრწყინოს

რონალდ კუმანს ფრენკი დე იონგისგან მაქსიმუმის მიღება სურს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ფრენკი სტაბილურობას ვერ იბრუნებს და ვერ აჩვენებს იმ დონეს, რასაც „აიაქსში“ აჩვენებდა. ჰოლანდიელი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, მასში 75 მილიონ ევროს + 11 მილიონი ევროა გადახდილი. სეზონის წინ, კუმანმა დე იონგის პრობლემად ტაქტიკა მიიჩნია და გუნდიც გადააწყო, ფრენკი მისთვის სასურველ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა ბუსკეტსთან უწევს პოზიციის გაყოფა. ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. კუმანმა იგივე განმარტება გააკეთა გრიზმანის მიმართაც, პრობლემა ტაქტიკაში დაინახა და ყველაფერი შეცვალა, მაგრამ არც მის შემთხვევაში გამოვიდა რამე.  

ეს გვაფიქრებინებს, რომ პრობლემა მხოლოდ ტაქტიკა არ არის. მართალია დე იონგი გრიზმანივით ჩრდილში არ მოქცეულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რამხელა მოლოდინი არსებობს მის მიმართ, გამოდის, რომ ვერ ამართლებს.

ფრენკი საკმაოდ თვითკრიტიკულია. ასე იყო წინა სეზონში და სულ ცოტა ხნის წინ, „სევილიასთან“ თამაშის შემდეგაც არ დაინდო საკუთარი თავი, დე იონგმა თამაშის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა.

გარდა კუმანისა, დე იონგს კარგად იცნობს ალფრედ შროიდერიც, რომელიც სწორედ მაშინ მუშაობდა „აიაქსში“, როცა დე იონგი ბრწყინავდა. ფრენკის რთული პერიოდის გავლა მოუწია და მალე ყველაფერი დალაგდება, არ არის მარტივი უცხო ქვეყანაში გადასვლა და უმოკლეს მონაკვეთში სამი მწვრთნელის გამოცვლა. თითოეულს განსხვავებული ხედვა და ფილოსოფია აქვს. ეს ცვლილებები ყველა ფეხბურთელს შეეხო, მაგრამ ფრენკი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა, ამიტომ სხვებზე მეტად გაუჭირდა ყველაფერს გამკლავებოდა.

პროგნოზი კი პოზიტიურია, პირველ რიგში მისი პროფესიონალიზმის გამო. ჰოლანდიელი მუდმივად ცდილობს თამაში გააუმჯობესოს და შეუძლებელია ამან შედეგი არ მოიტანოს. სულ მალე „კლასიკოს“ თამაში მოუწევს, ეს კი ყველაზე დიდი ტესტია საფეხბურთო მოედანზე. წინა სეზონისგან განსხვავებით, ვვარაუდობთ, რომ თამაშიდან თამაშამდე, უკეთესი გახდება.

წყარო - Marca

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 14 ოქტომბერი 2020 18:14
    2
    ბუსკეცი რო არ იყოს ამის შეცდომებს ვინ გამოასწორებდა არ ვიცი
    Culé [?]
    #2 14 ოქტომბერი 2020 15:23
    2
    ბუსკეტსი არაფერ შუაშია. ორ საყრდენიანი წყობაა შუაში
    Culé [?]
    #1 14 ოქტომბერი 2020 15:07
    7
    ბუსკეცი სკამზე უნდა გადაჯდეს და დე იონგს განვითარება აცადოს თორე ბუკსეცის და დეიონგის ერთად გაშვება მოგვიწევს. ახლა აქვს საუკეთესო დრო და უაზროდ თუ გააფლანგვინეს დარჩება მარადმწვანე ამომავალ ვარსკვლავად.