"ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება სრულდება

"ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება სრულდება

"ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბში (Penya Blaugrana Tbilisi) გაწევრიანების ბოლო ვადა მოახლოვდა. 2021 წლის წევრების მონაცემები ბარსელონაში უნდა გავგზავნოთ ოქტომბრის ბოლოს. ვინაიდან მონაცემების დამუშავებას რამდენიმე დღე სჭირდება, რეგისტრაციისა და საწევროს გადახდის ბოლო ვადა არის 25 ოქტომბერი.

ფანკლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა, ხოლო რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა გადაიხადოთ წლიური საწევრო თანხის ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე ჩარიცხვით.

მათთვის, ვინც ჩვენი ფანკლუბის წევრი იყო 2019 წელს, ფორმის შევსება საჭირო არაა, საწევროს გადახდა საკმარისია.

მათთვის, ვინც ჩვენი ფანკლუბის წევრი იყო 2020 წელს, არც ფორმის შევსებაა საჭირო და არც თანხის გადახდა (დეტალური ინფორმაცია).

წლიური საწევროს ოდენობა

  • სრულწლოვანი პირებისთვის: 40 ლარი;
  • 13-დან 18 წლამდე პირებისთვის: 19 ლარი;
  • 13 წლამდე პირებისთვის: 10 ლარი.

საწევროს გადახდა

  • ბანკი: ს.ს. თიბისი ბანკი
  • ანგარიშის ნომერი: GE85TB7388336080100004
  • მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი
  • დანიშნულებაში ჩაწერეთ წევრის პირადი ნომერი

გაითვალისწინეთ: წევრობის ბარათები ბარსელონადან ჩამოვა 2021 წლის პირველ კვარტალში.

ინფორმაცია ფანკლუბისა და წევრობის სარგებლის შესახებ (კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, შესაძლოა, პრივილეგიების ნაწილის გამოყენება შეზღუდული იყოს).

კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშრიდით.

დარეგისტრირება

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2020 13:07
    5
    საწევროს არ უნდა ახდევინებდეს ამხელა კლუბი, სირცხვილია