რა როლი ითამაშა ცნობილმა აგენტმა ტოდიბოს "ბარსადან" წასვლაში

რა როლი ითამაშა ცნობილმა აგენტმა ტოდიბოს "ბარსადან" წასვლაში

France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ყოფილი და "ბენფიკას" ამჟამინდელი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, რომ არა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში, ისევ კატალონიური კლუბის ფეხბურთელი იქნებოდა.

წყაროს ცნობით, ტოდიბო "ბლაუგრანაში" დარჩენასთან ახლოს იყო, მაგრამ მენდეში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე ფეხბურთელს მხსნელად მოევლინა. პორტუგალიელი ფრანგი მცველის აგენტი არაა, თუმცა, იგი 20 წლის მოთამაშის წარმომადგენელს დაუკავშირდა და "ბენფიკაში" იჯარა შესთავაზა.

ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, მენდეშმა ტოდიბო დაარწმუნა იმაში, რომ მას პორტუგალიურ კლუბში იჯარით თამაში მომავალი წლის ზაფხულში ევროპის წამყვან გუნდში გადასვლამდე წაადგებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს, თავდაპირველად, ტოდიბოს გაყიდვა უნდოდათ, თუმცა, მათ, საბოლოოდ, ფეხბურთელის იჯარით გაშვება მოუწიათ.

ცნობისთვის, ჟან-კლერ ტოდიბო გასული სეზონის მეორე ნახევარში განათხოვრებული გერმანულ "შალკეში" იყო, სადაც მან მონაწილეობა მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    საიტის ლეგენდა  [?]
    14 ოქტომბერი 2020 01:39
    1
    გოოლ გოოოლ გოოოოლ 1-2 არგენტინააა
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued