ლაუტაროს აგენტი: "ბარსელონაზე" საუბარი არასწორია
- 14-10-2020, 00:24
-
DaviD_ViLLa_7
- 7

მილანის "ინტერის" შემტევის, ლაუტარო მარტინესის აგენტი რონალდო სარატე მისი კლიენტის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.
"ბარსელონაზე" საუბარი არასწორია. ლაუტარო "ინტერის" საკუთრებაში იმყოფება. ეს უპატივცემულობა იქნებოდა იმ კლუბის მიმართ, რომელმაც არგენტინელს ევროპაში თამაშის საშუალება მისცა. ის "ნერაძურიში" თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს", - ციტირებს სარატეს სიტყვებს Sport.
ლაუტარო მარტინესი გასულ ზაფხულში "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა, "ბლაუგრანამ" მისი დამატება ვერ შეძლო. კატალონიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ "ბარსა" ლაუტაროთი დაინტერესებული ისევაა და კლუბი მის შეძენას მომავალ წელს შეეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]