ბოლივიელი ფანები, მესის გამო, სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ

ბოლივიელი ფანები, მესის გამო, სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ

ბოლივიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის მატჩში სულ ცოტა ხანში, თბილისის დროით 00:00 საათზე, არგენტინას შეხვდება. თამაში, რომელშიც "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი მონაწილეობას მიიღებს, კორონავირუსის პანდემიის გამო, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

ადგილობრივმა გულშემატკივრებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სულ მცირე თვალი მაინც რომ მიადევნონ, მათ ამისთვის უჩვეულო გზების მოძებნა და თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება დასჭირდათ.

ESPN სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ადევნებენ თვალს ბოლივიელი ფანები ლეო მესის არგენტინის ნაკრების სავარჯიშო მოედანთან ახლოს მდებარე მთების კალთებიდან და შენობების სახურავებიდან.

"ალბისელესტე" ბოლივიის ნაკრებს მსოფლიოში ზღვის დონიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე პროფესიონალურ სტადიონზე, "ერნანდო სილესზე" შეხვდება, სადაც მესის ჯერ გოლი არ გაუტანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2020 00:28
    5
    ვინც არმანი ნაკრებში გამოიძახა იმის დედას ვტენე სუფთა სლე