უგო ლორისი: გრიზმანში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს

უგო ლორისი: გრიზმანში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს

ლონდონის "ტოტენჰემისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა, პრესასთან ინტერვიუში ანტუან გრიზმანზე ისაუბრა. 

"მას შემდეგ, რაც გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებისთვის ბოლო წლებში გააკეთა, მასში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ. ყველა მოთამაშეს აქვს წინსვლა და ჩავარდნა, ახლა მას შეტევაში სირთულეები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვხედავ მოთამაშეს, რომელსაც უკან ჩამოსვლა და ამით გუნდის გაძლიერება შეუძლია. 

ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, ანტუანი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულია. ჩვენ ვიცით, რომ მას მატჩის ბედის შეცვლა გუნდისთვის მნიშვნელოვან მომენტებშიც შეუძლია.", - ლორისის სიტყვებს Goal ციტირებს.

ანტუან გრიზმანმა "ბარსელონას" მაისური 51-ჯერ მოირგო, თავი კი 15 გოლით გამოიჩინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    France
    სტუმარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2020 23:20
    3
    Arada dzaan donea grizi