რა ღირდნენ ფატის ასაკში თანამედროვეობის ვარსკვლავები?

რა ღირდნენ ფატის ასაკში თანამედროვეობის ვარსკვლავები?

როგორც მოგეხსენებათ, 17 წლის ანსუ ფატი Transfermarkt-მა 80 მილიონ ევროდ შეაფასა, რის შედეგადაც "ბლაუგრანელი" ყველაზე ღირებული ესპანელი ფეხბურთელი გახდა.

საინტერესოა, თუ რამდენად აფასებდნენ თანამედროვეობის ვარსკვლავებს ანსუს ან მცირედით უფროს ასაკში.

ლეო მესი - 3 მილიონი ევრო

17 წლის ასაკში არგენტინელს 3 მილიონად აფასებდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის "ბარსელონა ბ-ში" თამაშობდა. 80 მილიონიან ნიშნულს მან 2010 წელს, 22 წლის ასაკში მიაღწია.

კრიშტიანუ რონალდუ - 18 მილიონი ევრო (19 წლის)

სამწუხაროდ, არაა ცნობილი, თუ რა ღირდა პორტუგალიელი 17 წლის ასაკში. თუმცა თავდაპირველად, როდესაც ის 19 წლის იყო, 18 მილიონად აფასებდნენ. 2010 წელს კი 25 წლის ასაკში 90 მილიონი ღირდა.

ნეიმარი - 6 მილიონი ევრო

"სანტოსში" ყოფნის პერიოდში ბრაზილიელს transfermarkt 6 მილიონად აფასებდა. 2015 წელს კი, 23 წლის ასაკში როდესაც ის "ბარსაში" ასპარეზობდა მისი ღირებულება 80 მილიონს გაუტოლდა.

კილიან მბაპე - 4 მილიონი ევრო

ჯერ კიდევ "მონაკოში" ყოფნის დროს კილიანის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი იყო. ხოლო 2017 წელს მას შემდეგ, რაც პსჟ-ში გადავიდა აღნიშნული ფასი უკვე 90 მილიონამდე იყო გაზრდილი.

მარკუს რაშფორდი - 3 მილიონი ევრო (18 წლის)

არც ახალგაზრდა ინგლისელზე არსებობს 17 წლის ასაკში ინფორმაცია, თუმცა 2019 წელს ის უკვე 80 მილიონი ღირდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2020 11:02
    0
    მმესი და რონალდუ ეხლა 17 წლსი ასაკში ამ ფასებით იქნებოდა 100 მილიონი მინიმუმ :დ
    Culé [?]
    #2 12 ოქტომბერი 2020 23:14
    4
    იმედია ეს ყველაფერი არ დაღუპავს ფატის. არ უნდა აუვარდეს თავსი. ჯერ არაა ლიდერი და რამდენიმე წელი თავის თავზე უნდა იმუშაოს. სურვილი აქვს და იმედია შრომისმოყვარეც იქნება.
    ფანი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2020 22:03
    7
    აი ზუსტად ეგ გახდება ფატისთვის მთავარი სიძნელე რომ ამხელა ავანსებია გაცემული ზოგადად 17 წლის ასაკისთვის ამხელა ფასები და ხელფასები ხშირად იწვევს შემდეგ ფეხბურთელის გაქრობას იმედია იმედია ფატის ასეთი რამ არ მოუვა