რონალდ არაუხოს გამოსასყიდი თანხა გაიზარდა

რონალდ არაუხოს გამოსასყიდი თანხა გაიზარდა

"ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს გამოსასყიდი თანხა გაიზარდა და ახლა უკვე 200 მილიონ ევროს შეადგენს.

კატალონოურმა კლუბმა არაუხო 2018 წლის ზაფხულში "ბოსტონ რივერიდან" დაიმატა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის მოთამაშე თავდაპირველად "ბარსა ბ-ში" თამაშობდა.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაუხოს ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რონალდის გამოსასყიდი თანხა გაორმაგდებოდა, როდესაც ის პირველ გუნდში დაწინაურდებოდა.

"ბარსამ" ურუგვაელი ფეხბურთელი პირველ გუნდში ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა. იგი 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 11 ოქტომბერი 2020 23:19
    7
    სამხრეთამერიკაში ურუგვაი უიშვიათესად მაგარ მცველებს ჩითავს, საღოლ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ოქტომბერი 2020 23:14
    0
    საქართველოს ნაკრების წევრების დედას ....
    --------------------
    THUGS