რონალდ კუმანი: სუარესს დარჩენა შეეძლო

რონალდ კუმანი: სუარესს დარჩენა შეეძლო

"ბარსელონას" 57 წლის თავკაცი, რონალდ კუმანი, ნიდერლანდურ გამოცემა Nos-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს.

ლიონელ მესი

"როდესაც "ბარსელონაში" დავინიშნე, მაშინვე ლეოს დავუკავშირდი. მე მას სახლში ვესტუმრე და მის მომავალზე ვესაუბრე. მან თავისი უკმაყოფილება მკაფიოდ გამოხატა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა. მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მისგან მოველოდი".

მემფის დეპაი

"როდესაც ფეხბურთელთან კარგად მუშაობ და ახლოს ხარ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი აქაც ["ბარსელონაში"] იმუშავებს.

იმედი მაქვს, გუნდში მალე მეორე ნიდერლანდელიც გვეყოლება. ჩემს სიაში ჟორჟინიო ვეინალდუმიც იყო".

თუმცა კუმანი ამბობს, რომ "ბარსელონაში" არ აპირებს ისეთი სიტუაციის შექმნას, როგორიც ლუი ვან გაალის დროს იყო, როდესაც გუნდში უამრავი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ირიცხებოდა.

"ეს მეტისმეტი იყო. არამგონია, რომ მაშინდელი მდგომარეობის დღევანდელთან შედარება შეიძლებოდეს. ახლა, ჩვენ გვყავს ფრენკი დე იონგი. სამწვრთნელო შტაბში კი მე და ალფრედ შროიდერი. მაშინ კი, რვა თუ ცხრა ნიდერლანდელი იყო".

ფრენკი დე იონგი

"სევილიასთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კუმანი ფეხბურთელებზე უარყოფითად საუბარს არ მორიდებია, მათ შორისაა ფრენკი დე იონგიც.

"ვფიქრობ, ვისწავლე, როგორ ვუპასუხო მედიასთან ფეხბურთელების შესახებ დასმულ კითხვებს უფრო გონივრულად, მაგრამ კეთილი ზღაპრების მოყოლას არ ვაპირებ".

ლუის სუარესი

"სუარესის შემთხვევაში, მისთვის თამაში ძალიან რთული იქნებოდა და მე ეს მას გულახდილად ვუთხარი. მან ეს რთულად მიიღო, თუმცა მე მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. იგი მხოლოდ ვარჯიშობდა, კარგად ვარჯიშობდა. ბოლოს, წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მას ვუთხარი, "თუ დარჩები, რა მიზეზითაც არ უნდა მოხდეს ეს, შენ მხოლოდ გუნდის ერთ-ერთი წევრი იქნები ან შეგიძლია საპირისპირო დამიმტკიცო". დიახ, მას დარჩენა შეეძლო.

ლუისთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ კლუბს გუნდის გაახალგაზრდავება სურდა, ეს ნათელია. ანსუ ფატი თამაშობს, რომელიც 17 წლისაა. ჩვენ გვყავს პედრი, 17 წლის, რომელიც თავის შანსებს იღებს. რონალდ არაუხოა აქ, 21 წლის. ტრინკაუც თამაშობს და 20 წლისაა. ასევე, 19 წლის სერჟინიო დესტი დავიმატეთ. თითოეული ეს ფეხბურთელი სამომავლო ჩანაფიქრია".

სუარესის წასვლას ლიონელ მესი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა, რომლითაც კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"თუ გასახდელში არის ადამიანი, რომელთანაც მოედნის მიღმა, ოჯახთან ერთად, გაქვს ურთიერთობა, ასეთი რეაქცია გასაგები ხდება. მესის ვუთხარი, რომ მესმოდა მისი იმედგაცრუერების, მესმოდა, რომ იგი ამას საშინელ სირცხვილად მიიჩნევდა, თუმცა ეს კლუბის გადაწყვეტილება იყო".

ჯანმრთელობა

"კარდიოლოგის თქმით, არანაირი პრობლემა არ არის. კარგად ვარ, ჯანმრთელად. სხვას არაფერს ველი".

ამჟამად, კუმანი, "ხეტაფესთან" მატჩისთვის ემზადება, რომელიც 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 11 ოქტომბერი 2020 23:01
    1
    ეს კუილა მთლად უზნეო ყოფილა. კუილა(კუმან) ბართომიჩი ხვდება, რომ მისი საქმე ცუდადაა...
    ფანი [?]
    #4 11 ოქტომბერი 2020 19:53
    14
    რა ჯობია თქვენი აზრით, სუარესის დატოვება და 1-2 წლით ცოტა მეტი გოლის გატანა თუ 17 წლის ანსუ ფატისთვის მეტი დროის მიცემა, რამაც შესაძლოა ბარსელონას ფორვარდის პოზიციის პრობლემა 15 წლით მოუხსნას და სუარესზე არანაკლები შედეგი დადოს. თავად გადაწყვიტეთ.
    Culé [?]
    #3 11 ოქტომბერი 2020 19:42
    6
    ციტატა: ფლოკი
    ციტატა: Griezzy7
    მომწონს კუმანს რომ არ ერიდება ფეხბურთელების გაკრიტიკება 💓

    აბა ვალვერდეს ან სეტიენს ზედმეტი ხმა ამოეღო თუნდაც სუარესზე :დ წარმოდგენაც არ მინდა 😀, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რო თამაშის დაწყების წინ სუა და მესი აბულინგებდნენ რო დღეს ესადაეს კაცი იქნება სასტავში თორე ყვ.ერებს მოგაჭრიო :დ დიდი ალბათობით ვარჯიშზე თავშიც უტყაპუნებდნენ :დ ამიტო ცოტა გატუზო მწვრთნელი გვჭირდებოდა და მოვიდა კაცი, და გუნდს აშკარად დაეტყო 💣

    გეთანხმები 💓
    წევრი [?]
    #2 11 ოქტომბერი 2020 19:41
    4
    ციტატა: Griezzy7
    მომწონს კუმანს რომ არ ერიდება ფეხბურთელების გაკრიტიკება 💓

    აბა ვალვერდეს ან სეტიენს ზედმეტი ხმა ამოეღო თუნდაც სუარესზე :დ წარმოდგენაც არ მინდა 😀, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რო თამაშის დაწყების წინ სუა და მესი აბულინგებდნენ რო დღეს ესადაეს კაცი იქნება სასტავში თორე ყვ.ერებს მოგაჭრიო :დ დიდი ალბათობით ვარჯიშზე თავშიც უტყაპუნებდნენ :დ ამიტო ცოტა გატუზო მწვრთნელი გვჭირდებოდა და მოვიდა კაცი, და გუნდს აშკარად დაეტყო 💣
    Culé [?]
    #1 11 ოქტომბერი 2020 19:30
    4
    მომწონს კუმანს რომ არ ერიდება ფეხბურთელების გაკრიტიკება 💓