ოქტომბრის თვის ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვები

ოქტომბრის თვის ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვები

Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ოქტომბრის თვის ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვებსა და პირველი ტურის პასუხებს.

მე-2 ტურის კითხვები

  1. რომელი პრეზიდენტის დროს მოიგო "ბარსელონამ" ყველაზე მეტი ტიტული? - 2 ქულა
  2. რომელ გუნდთან თამაშს დაესწრო "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტი გულშემატკივარი? - 4 ქულა
  3. "კლასიკოში" ზედიზედ რამდენი მოგებაა "ბარსელონას" რეკორდი? - 6 ქულა
  4. არსებობს მოსაზრება, რომ "ბარსელონამ" ისტორიაში პირველი თამაში ამ ფერის მაისურებით ჩაატარა (საუბარია ერთ ფერზე). - 8 ქულა
  5. ვინ მიიჩნევა "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელად? - 10 ქულა

ვიქტორინის მონაწილეთა რეიტინგი გამოქვეყნდება ბოლო ტურის შემდეგ, როდესაც გამარჯვებული გახდება ცნობილი. ახლა კი გეტყვით იმას, რომ პირველ ტურში მაქსიმალური (15) ქულა მხოლოდ სამმა მომხმარებელმა აიღო.

ვიქტორინის წესები

  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Barcamania-ს გათამაშებების შესახებ დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 12 ოქტომბერი 2020 11:28
    0
    სულ გამომრჩა
    ადმინისტრატორი [?]
    #7 11 ოქტომბერი 2020 17:56
    0
    ციტატა: Dest2Messi
    ანუ IV კითხვაზე პასუხი - "6 ტიტული" არ ჩაითვალა სწორად?

    არ ჩაითვალა. კითხვაზე სწორი პასუხი არის 5.

    ციტატა: Bobi
    გამოგზავნისას სათაურში უბრალოდ „გათამაშება" მივუთითე და არა „ვიქტორინის პასუხები"
    შესაძლოა რო ამის გამო პასუხები განულდეს ?

    მაგის გამო როგორ გავანულებთ 🙂

    ციტატა: BEQA BARCA
    წინაზე გამოგზავნილი პასუხები როგორ ვნახო ან რამდენი ქულა მივიღე ის როგორ ვნახო???

    პასუხები ამ სიახლეში შეგიძლიათ ნახოთ და თქვენსას შეადაროთ.
    Culé [?]
    #6 11 ოქტომბერი 2020 17:49
    0
    გამოგზავნისას სათაურში უბრალოდ „გათამაშება" მივუთითე და არა „ვიქტორინის პასუხები"
    შესაძლოა რო ამის გამო პასუხები განულდეს ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 ოქტომბერი 2020 16:47
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    ციტატა: Magician
    ციტატა: BEQA BARCA
    წინაზე გამოგზავნილი პასუხები როგორ ვნახო ან რამდენი ქულა მივიღე ის როგორ ვნახო???

    ამ პოსტში არის წინა კითხვების პასუხები.

    არა მე რამდენი ქულა მივიღე ის მაინტერესებს თორე ეგ ვიცი

    პასუხები ხომ იცი, რაც დაწერე? ჰოდა, შეადარე.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #4 11 ოქტომბერი 2020 16:37
    0
    ციტატა: Magician
    ციტატა: BEQA BARCA
    წინაზე გამოგზავნილი პასუხები როგორ ვნახო ან რამდენი ქულა მივიღე ის როგორ ვნახო???

    ამ პოსტში არის წინა კითხვების პასუხები.

    არა მე რამდენი ქულა მივიღე ის მაინტერესებს თორე ეგ ვიცი
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ოქტომბერი 2020 15:58
    0
    ციტატა: BEQA BARCA
    წინაზე გამოგზავნილი პასუხები როგორ ვნახო ან რამდენი ქულა მივიღე ის როგორ ვნახო???

    ამ პოსტში არის წინა კითხვების პასუხები.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #2 11 ოქტომბერი 2020 15:03
    0
    წინაზე გამოგზავნილი პასუხები როგორ ვნახო ან რამდენი ქულა მივიღე ის როგორ ვნახო???
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 ოქტომბერი 2020 14:03
    0
    ანუ IV კითხვაზე პასუხი - "6 ტიტული" არ ჩაითვალა სწორად?