რა არის Espai Barca?

რა არის Espai Barca?

Espai Barca 2014 წელს დაანონსდა და ის "ბარსელონაში" განახორციელებელ მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკომონიმკური კრიზისის ფონზე, პროექტმა ცვლილებები განიცადა და ამ დროისთვის საბოლოო სახე მიიღო. ახალი გეგმის მიხედვით, პროექტის ღირებულება 815 მილიონ ევრომდე გაიზრდა, მშენებლობა კი 2025 წელს დასრულდება.

Espai Barca ორ ადგილას განხორციელდება - ლეს კორტსის რაიონში, 19.2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და სან ჟოან დესპის რაიონში, 16.2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. პირველ ნაკვეთზე განვთავსებული იქნება "კამპ ნოუ"; მიწისქვეშა პარკინგი ატვომობილებისთვის, მოტოციკეტებისთვის და ველოსიპედებისთვის; "ბარსელონას" ოფისი (9 200 კვ.მ.); "ბარსელონას" ახალი შტაბბინა (15 000 კვ.მ.); სასტუმრო (9 500 კვ.მ.), ოფისები (18 500 კვ.მ.); ახალი "პალაუ ბლაუგრანა"; პატარა "პალაუ"; ყინულის მოედანი და ავტობუსის პარკინგი. მე-2 ნაკვეთზე უკვე აშენდა იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი, სადაც "ბარსა ბ", ქალთა პირველი გუნდი და ახალგაზრდული გუნდები თამაშობენ.

კამპ ნოუ

"ნიკელ სეკეისა" და "პასკუალ-ოსიოს" არქიტექტორების მიერ შექმნილი ახალი, დახვეწილი დიზაინი 21-ე საუკუნის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მომავლის "კამპ ნოუ" შეინარჩუნებს იმ სტრუქტურას, რომელიც 1953 წელს აქრიტექტორებმა, ფრანსესკ მიტიანსმა, ხოსე სოტორეს მაურიმ და ლორენსო გარსია ბაბრონმა შეიმუშავეს: მომრგვალებული, გადახურული ტრიბუნები, რომლებიც კარგ ხილვადობას უზრუნვეყოფს.

ახალ "კამპ ნოუს" ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ღია ფასადი იქნება, თუმცა გულშემატკივრები ქარისგან და წვიმისგან შუშის კედლით იქნებიან დაცულნი.

სტადიონის პირველი იარუსის შესასვლელი მიწის დონეზე იქნება, კიბეები, ესკალატორები და ლიფტები კი სტადიონზე მოძრაობას გაამარტივებს.

ახალი "კამპ ნოუს" დიზაინში პირველი, რაც ყურადღებას იქცევს, არის სახურავი. ახალი გადახურვა, რომელიც 47 000 კვადრატული მეტრი იქნება, წვიმისგან და პირდაპირი მზის შუქისგან ყველა გულშემატკივარს დაიცავს. გარდა ამისა, სახურავი შექმნილ ვიზუალ ეფექტს, სტადიონზე ხმის ხარიხს გაზრდის, ხოლო სამეზობლოსთვის ნაკლებად შემაწუხებლად აქცევს. სახურავი ვიდეოტაბლოს, განათების, აუდიოსისტემისა და უსადენო ინტერნეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

ახალი სტადიონი ენერგოეფექტური იქნება. სტადიონზე მოხვედრილი წვიმის წყალი შეგროვდება და სარწყავად გამოიყენება, ხოლო მზის ენერგია მინდვრის საფარის ზრდისთვის განათებას მოხმარდება.

"კამპ ნოუს" ახალი სკამები უფრო კომფორტული და ტევადი გახდება. სკამები 2-4 სანტიმეტრით გაიზრდება. ამჟამინდელი ადგილების 20%, რომლებიც ცუდი ხილვადობით გამოირჩევა, გაუქმდება. ახალ "კამპ ნოუზე" ყველა ადგილს შესანიშნავი ხილვადობა ექნება.

ახალ სტადიონზე გაუმჯობესდება არასპორტული მომსახურებაც - ელექტრონული ბილეთები, უსადენო გადახდის საშუალება, ბილეთების კონტროლის ჭკვიანი სისტემა, გაძლიერებული უსადენო ინტერნეტი, საკვები ობიექტების გაზრდილი რაოდენობა. მე-3 იარუსზე კი ფანზონა და ოჯახური სივრცეები მოეწყობა.

ახალი "კამპ ნოუ" სრულად ადაპტირებული იქნება ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის:

  • ეტლით მოსარგებლეებისთვის და მათი დამხმარეებისთვის 400 სპეციალური სივრცე გამოიყოფა;
  • შეზღუდული გადაადგილების მქონე პირთათვის 227 ადგილი იქნება გათვალისწინებული;
  • 222 ადგილი იქნება გამოყოფილი ბრმებისთვის და მხედველობა შეზღუდული პირებისთვის;
  • ყრუები და სმენადაქვეითებული პირები 210 ადგილს მიიღებენ;
  • მხედველობისა და სმენის პრობლემის მქონე პირებს "კამპ ნოუ" გაუმჯობესებულ მიმთითებელი ნიშნების სისტემასა და სერვისს შესთავაზებს;
  • იარუსებს შორის სამოძრაოდ გამოყოფილი იქნება ახალი ესკალატორები და ლიფტები.

ახალი სტადიონი კლუბისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება. წინასწარი გათვალებით, Espai Barca "ბლაუგრანას" წელიწადში დამატებით 150 მილიონ ევროს მოუტანს. ახალი სპორტული ბარი პირველ იარუსზე, მოედნის ხედით; VIP ზონები მეორე და მესამე იარუსებზე ქალაქის ხედით და კორპორატიული ზონები პირველ იარუსზე.

ამჟამინდელი "კამპ ნოუ" ისედაც ევროპის ყველაზე ტევადი სტადიონია, მაგრამ განახლების შემდეგ მისი ტევადობა კიდევ უფრო გაიზრდება. ახალი არენა 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს. გაზრდილი ტევადობის უდიდესი ნაწილი სეზონური აბონემენტების რაოდენობის ზრდას მოხმარდება.

ახალი "პალაუ ბლაუგრანა"

"პალაუ ბლაუგრანა" "ბარსელონას" კალათბურთის, ხელბურთის, ფუტზალისა და ჰოკეის გუნდებს მასპინძლობს. მისი ამჟამინდელი ტევადობა 7 585 ადამიანია, ახალი არენა კი 15 ათას გულშემატკივარს დაიტევს. ახალ არენაზე შესაძლებელი იქნება როგორც სპორტული ასევე სოციალური (კლუბის ასამბლეა, ყრილობა), და კულტურული (კონცერტები...) ღონისძიებების მოწყობა.

"პალაუ ბლაუგრანას" გვერდზე, "ბარსელონა ბ-ს" ძველი სტადიონის ადგილას, აშენდება "პატარა პალაუ", ყინულის დარბაზი, ხოლო მიწისქვეშ ავტობუსების პარკინგი.

"პატარა პალაუ" იმ სპორტულ ღონისძიებებს დაეთმობა, რომლებიც ბევრ მაყურებელს არ მოითხოვს. ეს არენა 3 500 გულშემატკივარს დაიტევს.

ყინულის მოედანი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მისი ტევადობა 500 მაყურებელი იქნება. ეს არენა კლუბის სამოყვარულო გუნდების თამაშებს უმასპინძლებს.

მიწისქვეშა ავტობუსების პარკინგი 50 ავტობუსზე იქნება გათვლილი. თამაშის დღეს ის ფანკლუბების ავტობუსებს დაეთმობა, დანარჩენ დღეებში კი მუზეუმის, "ბარსას" ოფიციალური მაღაზიის და სხვა ადგილების სტუმრებს.

პარკინგი

"კამპ ნოუს" განახლებული პარკინგი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას სატრანსპორტო საშუალებებისგან გაათავისუფლებს. მიწისქვეშა პარკინგი 3 200 ავტომობილზე, 1 000 მოტოციკლეტსა და 700 ველოსიპედზე იქნება გათვლილი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    jorjone444
    სტუმარი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2020 19:02
    2
    ბართოს გრაფიკული დიზაინერები ყავს დე.... მტ....ილი :)))))
    Culé [?]
    #1 10 ოქტომბერი 2020 18:26
    3
    ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ როგორც მახსოვს 2022 წლისთვის უნდა ყოფილიყო მზად და ახლა 3 წლით დაიგვიანებს. იმედია ოდესმე ჩავალ და ჩემით ვნახავ.