მარტინესის აგენტი: მესის გვერდით თამაში ლაუტაროს ოცნებაა

მარტინესის აგენტი: მესის გვერდით თამაში ლაუტაროს ოცნებაა

მილანის "ინტერის" არგენტინელი შემტევის, ლაუტარო მარტინესის აგენტი მისი კლიენტის "ბარსელონაში" ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს.

"მარტინესის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი რამ ითქვა, უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მისი შეძენა ყველას უნდოდა, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა.

ლაუტაროს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ძალაში კიდევ 3 წელია. სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს დაიხურა. "ნერაძურისთან" ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ გვქონია.

არგენტინელი გუნდს ენთუზიაზმით ეკიდება. მესის გვერდით თამაში მისი ოცნებაა", - ციტირებს ბეტო იაკეს სიტყვებს TNT Sports.

23 წლის თავდამსხმელი, გასულ ზაფხულში, მადრიდის "ატლეტიკოში" გადასული ლუის სუარესის შეცვლის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობისა და "ინტერის" მაღალი მოთხოვნების გამო ტრანსფერი არ შედგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 10 ოქტომბერი 2020 16:48
    3
    თამაშობს მერე რა გინდათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ოქტომბერი 2020 16:46
    2
    იმიტომაც იფრინა ეკვადორთან ყველაზე საზიზღრობა იყო მოედანზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued