ლუის სუარესი: გაგდებულ ადამიანად ყოფნა ყველაზე მტკივნეულია
- 9-10-2020, 11:52
-
josephk
- 4

"ატლეტიკოს" ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი, "ბარსელონადან" გახმაურებული წასვლის შესახებ საუბრობს და კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
"ბარსელონაში" 6 წელი გავატარე, ჩემთან საუბარი სხვაგვარადაც შეიძლებოდა, ასევე, იმის თქმაც, რომ კლუბს გუნდის გარდაქმნა სურდა. ურთიერთობის ფორმები არ იყო კარგი და იგივე გამოცადა ლეომაც. მან იცის თუ რა გამოვიარეთ და რა ცუდად ვგრძნობდით თავს იმ დღეებში".
ლუისი მესის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლითაც არგენტინელი მას საჯაროდ გამოემშვიდობა და თქვა, რომ უკვე არაფერი აღარ აკვირვებს.
"ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა მესის საჯარო მხარდაჭერა, რადგან მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მე ვიცი თუ რა ტკივილს განიცდიდა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ურთიერთობის ფორმები, გაგდებულ ადამიანად ყოფნა, ეს ყველაფერი ყველაზე მეტად მტკივნეულია".
ლუისის თქმით, ამ მდგომარეობაში მყოფი, ცრემლებს ვერ იკავებდა.
"ის დღეები, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, სანამ დებიუტი მექნებოდა, ძალიან რთული იყო. ვტიროდი, რადგან ასე ყოფნა მიწევდა. კლუბის მესიჯები ძალიან მძიმედ მივიღე. ყველაფერზე მეტად, ურთიერთობის ფორმების გამო, რადგან როდესაც გარკვეულ პერიოდს დაასრულებ, ამის მიღება უნდა შეგეძლოს", - თქვა მან ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მედიასთან ინტერვიუში.
33 წლის სუარესი "ატლეტიკოს" უფასოდ შეუერთდა. გარიგებაში მხოლოდ, 6 მილიონი ევროს სახით, ბონუსები არის გათვალისწინებული. იგი კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ არსებული უკმაყოფილების შესახებ საჯაროდ კატალონიიდან წასვლამდეც საუბრობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]