კუმანი დემბელეთი კმაყოფილია
- 9-10-2020, 09:03
-
Writer
- 6

გუშინ უსმან დემბელეზე 2 ამბავი გავრცელდა: რონალდ კუმანი მისით უკმაყოფილოა; ახალგაზრდა ფრანგმა დასვენების დღის მიუხედავად ივარჯიშა.
23 წლის ფეხბურთელს სურს, რომ კუმანს მასზე აზრი შეაცვლევინოს და თუ El Chiringuito-ს დავუჯერებთ, ეს გამოსდის კიდეც. გამოცემის ჟურნალისტის, ხოსე ალვარეს აიას ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი უსმანის ამ ქმედებით კმაყოფილია.
დემბელემ, რომელშიც "ბარსელონას" თითქმის 140 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, ისიც შეცვლაზე. არადა, ამდენი ხანი გადაბმულად ჯანმრთელი უსმანი დიდი ხანია არ ყოფილა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]