რივალდო: დემბელემ უნდა დაამტკიცოს, რომ თამაში და პასუხისმგებლობის აღება სურს

რივალდო: დემბელემ უნდა დაამტკიცოს, რომ თამაში და პასუხისმგებლობის აღება სურს

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რივალდომ, Betfair-თან ინტერვიუში კატალონიელთა ფრანგ შემტევზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა. 

"დემბელემ უნდა დაამტკიცოს, რომ თამაში და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება სურს. კლუბმა მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, შედეგი კი ჯერჯერობით არ ჩანს. ვნახოთ შეძლებს თუ არა ის გახდეს კუმანის გუნდის მთავარი ფიგურა. 

დემბელემ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვება არ ისურვა, ეს პრობლემა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის რეგულარულად ითამაშებდა, მაგრამ ეს ასე არ არის, ის განაგრძობს ტრავმების მიღებას ან ვარჯიშების გამოტოვებას, ეს კი ცუდია. 

"ბარსელონას" ლუის სუარესის შემცვლელის მოყვანა სჭირდებოდა, ურუგვაელი ძალიან მოგვენატრება, განსაკუთრებით დაგვაკლდება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ თამაშებში, ასევე "რეალთან", "ატლეტიკოსთან" და "სევილიასთან" დაპირისპირებებში." - განაცხადა რივალდომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ოქტომბერი 2020 22:27
    3
    ნახევარი სეზონი კარგი წინაპირობაა რომ საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ

    თუ არა და პანჩური, გულიც არავის დასწყდება