რა ურჩია 2018 წელს კარლეს პუიოლმა უსმან დემბელეს

რა ურჩია 2018 წელს კარლეს პუიოლმა უსმან დემბელეს

2018 წლის ნოემბერში უსმან დემბელე, სავარჯიშო სესიის კლუბის გაუფრთხილებლად გაცდენის გამო, ანდალუსიურ "რეალ ბეტისთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.

ამ ფაქტის შემდეგ, კატალონიელთა ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა ფრანგს, EFE-სთან საუბარში, შემდეგი რჩევა მისცა: "აუცლებელია გაანალიზო, სად იმყოფები და მიღებული შესაძლებლობები გამოიყენო, რადგან ზოგჯერ, როცა ახალგაზრდა ხარ, ვერ ხვდები, შენს თავს რა ხდება. სამწუხაროდ, როცა რეაგირება გსურს, უკვე ძალიან გვიანია".

მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხბურთელი "ბარსამ" 2017 წელს, დორტმუნდის "ბორუსიადან" 130 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა, ტრავმებისა და უდისციპლინობის გამო, ჯერჯერობით, იგი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

ჯამში, კატალონიური კარიერის მანძილზე, უსმანმა 75 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა და 80 დაპირისპირება გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კი დემბელემ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა (სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო), რაც, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ იგი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 8 ოქტომბერი 2020 18:07
    7
    დემბელესაც შევედი გრიზმანსაც და ელკლასიკოსაც გინდაც კლასიკო ელსაც დღეს 20:00 ისტორიული მატჩია და ყველა შესაძლო ხერხით დავუდგეთ ბიჭებს გვერდით
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #7 8 ოქტომბერი 2020 17:54
    6
    ეჰ როგორ ჭირდება პუიოლის ნაირი კაპიტანი გუნდს/ ყველაზე მაგარი კაპიტანი მე რაც მახსოვს ბარსაში ,უძლიერესი პიროვნება და კაპიტანი პუიოლო საუკეთესო იყო.
    Culé [?]
    #6 8 ოქტომბერი 2020 17:54
    2
    DEMBELE11
    ვიყავი ვარ და ვრჩები დემბელეს პერსოფანი და ლობისტი ბარსაში და ბევრჯერ მითქვამს კიდეც ეს, კი ის ცოტას აფრენს მაგრამ მეგა ტალანტია და უზარმაზარი პოტენციალის მატარებელი და ისიც დამიკონკრეტებია რაში გამოიხატება დემბას პოტენციალი და ეჭვიც არ მეპარება რომ შენ იმის ნახევარსაც ვერ ხედავ და ვერც დაინახავ. ასე რომ შენი კრიტიკული ისარი აცდა მიზანს, მომავალში უფრო ზუსტად დაუმიზნე ხოლმე. ჩემს ბოლო კომენტარს რაც შეეხება ვთქვი მხოლოდ რომ ტუპოია და მეტი არაფელი.
    გულშემატკივარი [?]
    #5 8 ოქტომბერი 2020 16:59
    3
    რონალდინიოს ყველაზე ცუდი სეზონი ჯობია ამის ჩატარებულ საუკეთესო სეზონს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 ოქტომბერი 2020 16:32
    0
    ციტატა: romani23
    ადმინ... შეცდომა შეგეპარათ და გაასწორეთ, პუიოლმა დემბელეს კი არა ხეს 😂 ურჩია.

    😭 ეჰჰ, ძაან სამწუხაროა, რომ ასეთი ქომაგები არიან საწყენად არვამბობ თუ თამაშბს მოთამაშე მეფეა, მაგარია თუ ვერ თამაშობს ნაგავია, ხეა და ასეთები პროსტა ძაან ტეხავს უნდა უქომაგო მოსახოდად ადამიანს როცა უჭირს
    ფანი [?]
    #3 8 ოქტომბერი 2020 15:34
    6
    ციტატა: alen halilovic
    იქნებ ნელ-ნელა ვცადოთ გრიზმანის მაგივრად

    ორივე ნაგავია. გრიზმანი დაცვაში ჯობია უბრალოდ.
    დღეს ისტორიული დღე გვაქვს. თავი უნდა შეაკლან და ბელორუსს უნდა მოუგონ. საკუთარ სტადიონზე ისტორიული შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა მოუგონ. და თუ ვერ მოიგებენ ჯობია ახლავე დაასრულონ სანაკრებო კარიერა.
    Culé [?]
    #2 8 ოქტომბერი 2020 15:30
    1
    იქნებ ნელ-ნელა ვცადოთ გრიზმანის მაგივრად
    Culé [?]
    #1 8 ოქტომბერი 2020 15:30
    4
    ადმინ... შეცდომა შეგეპარათ და გაასწორეთ, პუიოლმა დემბელეს კი არა ხეს 😂 ურჩია.