ოფიციალურად | ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გადაიდო

ოფიციალურად | ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გადაიდო

კატალონიის "ბარსელონას" Twitter-ის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ ყოველწლიური გენერალური ასამბლეა, რომელიც 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. 

პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი აანონსებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ 16 520 ვალიდური ხმის დათვლის შემდეგ, დირექტორთა საბჭოს რეფერანდუმის ჩასატარებლად 10-20 დღე აქვს. 

ჟორდის თქმით, დირექტორებს გადადგომის თაობაზე არ უსაუბრიათ.

ასევე, "კამპ ნოუს" სეზონური აბონემენტების მფლობელების 22.3%-მა გადაწყვიტა, მათი აბონემენტი დროებით კლუბისთვის გადაეცა. ისინი აბონემენტებს მომდევნო წელს აღადგენენ.


ხსენებულ საკითხზე პრესკონფერენცია ამ მომენტშიც მიმდინარეობს, რასაც განახლებად რეჟიმში გთავაზობთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.