"ბარსელონელების" სანაკრებო მონაგარი

გუშინ, ევროპულ საფეხბურთო მოედნებზე ამხანაგური სანაკრებო თამაშები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა "ბარსელონას" 8 ფეხბურთელის გუნდმა მიიღო.
პორტუგალია-ესპანეთი 0-0
ყველაზე მეტი "ბარსელონელი" ამ შეხვედრაში ვიხილეთ. მასპინძელთა რიგებში მოედანზე პირველი 79 წუთი დაჰყო ფრანსიშკუ ტრინკაუმ. სტუმართა მხრიდან სრულად ითამაშა სერჟი რობერტომ, სასტარტოში იყო სერხიო ბუსკეტსიც, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. სათადარიგოთა შორის დარჩა ანსუ ფატი. სასტარტო შემადგენლობაში იყო დიდი ალბათობით "ბარსას" მომავალი ცენტრალური მცველი ერიკ გარსიაც, რომელმაც 82 წუთი ითამაშა.
საფრანგეთი-უკრაინა 7-1
მასპინძელ გუნდში სრული თამაში ჩაატარა, კლემან ლანგლემ. ანტუან გრიზმანი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და 89-ე წუთზე მან შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა.
ნიდერლანდები-მექსიკა 0-1
მექსიკასთან საშინაო მარცხს ფრენკი დე იონგმა თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.
დანია-ფარერები 4-0
"ბარსელონას" ახალმა ცხრიანმა, მარტინ ბრეითუეიტმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 32-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.
დღეს შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
- ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები (ინიაკი პენია, რიკი პუჩი, პედრი)
- ბოსნია (მირალემ პიანიჩი)
- არგენტინა (ლიონელ მესი)
- ურუგვაი (რონალდ არაუხო)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]