ტოდიბო: სემედუმ მითხრა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოვედი

ტოდიბო: სემედუმ მითხრა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოვედი

"ბარსელონადან" "ბენფიკაში" ახლახანს გადასული ჟან-კლერ ტოდიბო აცხადებს, რომ პორტუგალიურ კლუბში ტრანსფერის შემდეგ მისი ყოფილი თანაგუნდელისგან, ნელსონ სემედუსგან, შეტყობინება მიიღო.

"სემედუსთან არ მისაუბრია, რადგან "ბარსელონა" მოულოდნელად დავტოვე, მაგრამ მისგან შეტყობინება მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში აღმოვჩნდი", - ციტირებს ტოდიბოს სიტყვებს "ბენფიკას" ოფიციალური არხი.

20 წლის ფრანგი მცველი პორტუგალიურ გუნდში ერთწლიანი იჯარით გადავიდა. კლუბი 2 მილიონ ევროსა და ფეხბურთელის ხელფასს გადაიხდის.

რაც შეეხება ნელსონ სემედუს, მან "ბარსელონა", ტოდიბოს მსგავსად, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვა და "ვულვერჰემპტონში" გადავიდა. 26 წლის მოთამაშე "ბლაუგრანამდე" სწორედ "ბენფიკაში" ირიცხებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    8 ოქტომბერი 2020 10:15
    1
    ლიონის პრეზიდენტს უფასოდ არ უნდა დეპაის გაშვება და ცდილონს როგორმე ზამთარში გაიჩარხოს ტრანსფერი.
    მაგრამ თუ ეხლა არღვევდა ბარსელონა დეპაის ყიდვით სახელფასო რეგულაციას მაშინ ზამთარში რა ხდება? ეტყობა ლა ლიგა ფიქრობს რომ ზამთარში ყინვებია და დროებით გაიყინება ეს წესი დრო რა მაფიაა?

    ეხლა რომ ვუფიქრდები თუ რამხელა წუმპეში ჩააგდო ბართომეუმ ბარსელონა.გუნდში ეპოქალური მოთამაშე გყავდეს და ლიგას სხვა გუნდები იგებდნენ ძალიან მოხერხებულად უნდა ანგრევდე გუნდს.მოკლედ მადრიდმა შური იძია მეიმარის ტრანსფერისთვის როსელზე წარუდგინა მოგონილი დანაშაული ჩააჯინა ციხეში,ბარსელონას პრეზიდენტად კიდე დასვეს ბართომეუ რომელიც ყურმოჭრილი მონა იქმენოდა მადრიდის, რომელსაც მადრიდის ნოტებზე უნდა ეცეკვა. ამის შემდეგ დაიწყო ის მარაზმი რომელიც პერესი და მაფია ახორციელენს დღემდე. მსაჯების მოსყიდვა და ტიტულების უსამართლოდ მისაკუთრება.გახსოვთ გბარდიოლას ბოლო სეზონში რეებს ჩადიოდნენ მსაჯები რეალის სასარგებლოთ და ბარსელონას საწინააღმდეგოდ?გბარდიოლა რომ მიხვდა რაც ხდებოდა წავიდა გუნდიდან და თან ისე რომ სანამ ეს მადრიდის მონები იქნებოდნენ სათავეში უკან დაბრუნებაც არ უფიქრია.
    მე ეხლაც მახსოვს ესპანიოლი ვს ბარსელონას თამაში ფრე იყო და ბოლო წუთზე .ესპანიოლის მცველმა აშკარად ხელით გამოიტანა ბურთი რაც პენალტით და წითელი ბარათით ისჯება.მსაჯმა გაატარა ეგ მომენტი.ჰოდა თამაშის შემდეგ ესპანიოლის მცველი გაკვირვებას ვერ მალავდა ინტერვიუში თუ რატომ არ დანიშნა მსაჯმა პენალტი და არ გააძევა.თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ მოიძიოთ.ამის გარდა რამდენი უსამართლო მომენტი იყო კიდე.

    ეხლა იდიოტი მადრიდისტა კითხბას დამისვამს იდიოტურს რათქმა უნდა.თუ პერესი და მადრიდი ასეთი მაჰარია მაშინ რატომ ვერ ხდებოდა გუნდი ყოველ წელს ჩემპიონიო.მე გიპასუხებთ.ბარსელონა რეალზე 2 თავით მაღლა იდგა და პერესი რომ არ ჩარეულიყო რეალი სანამ მესი და გვაესიოლა ბარსელონაში იქმებოდნენ ჩემპიონი ვერ გახენოდა.ანუ რეალი 3 წელში ერღხელ უნდაბგამხდარიყო ჩემპიონი რათა პერესს სკამი შეენარჩუმებინანდა რეალი ოდნავ მაინც ამოსულიყო ჩრდილიდან.
    გვარდიოლას ბარსელონას კიარა სეტიენის ბარსელონას ვერ უგებდა რეალი ლა ლიგას მსაჯები რომ არ ჩარეულიყვნენ.გადახედეთ იმ სეზონებს როცა რეალი გახდა ჩემპიონი მესის ეპოქაში და დარწმუნდებით ჩემს სიყვებში.სრული.მარაზმი მსაჯენის მხრიდან.
    მოკლედ გული მტკზივა ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში რომ თამაშობს.ერთი რამ ნათელია მესი კიარა ახალი მესი მარადონა და პელე რომ ყავდეს ბარსელონას რეალს მაინც არ დააჩაგრინებენ ამას შეგუებული ვარ.
    ზუსტად ანალოგიური ხდება საქართველოშიც მომერ პირველი გუნდი ყოველთვის დინამო იქნება.გაიხსენეთ რა მოხდა წინა წელს, როგორ ბერ მოიგო ჩემპიონატი ბათუმმა?
    ფანი [?]
    8 ოქტომბერი 2020 08:27
    1
    სემედუმ თუ მართლა მიწერა ეგ, ორივემ რაღაც სერიოზული მოწიეს :D
    --------------------
    WE DID IT 6:1
    წევრი [?]
    8 ოქტომბერი 2020 04:33
    0
    ციტატა: ROUCH
    აბა კარგად ჩახედე მაგ მესიჯს 2წლის წინანდელი ხო არაა და შენ ეხლა გახსენი

    😀😀😀
    Culé [?]
    8 ოქტომბერი 2020 04:15
    8
    აბა კარგად ჩახედე მაგ მესიჯს 2წლის წინანდელი ხო არაა და შენ ეხლა გახსენი
    ფანი [?]
    8 ოქტომბერი 2020 01:53
    0
    და დეპაიმ რაო ბოლოლო, 50 თამააში 2 გამწვავება და 1 გოლი ზუსტად ბარსელონას 9იანის შესაფერი სტატისტიკაა თუ პეესში არვარ მასეო :D
    ფანი [?]
    8 ოქტომბერი 2020 01:01
    4
    გრიზმანი ნაკრებში რაკარგად თამაშობსსს.... დააყენონ ეს დედა არღნიანი აქაც ფორვარდის უკან რამოხდებააა!!!!!! რამდენჯერაც მანდ ითამაშა არიყო ცუდი. 😕 😕 😕 მაგრამ ცენტრფორვარდი არ გვყავს და......................................................
    ფანი [?]
    8 ოქტომბერი 2020 00:27
    5
    ერთი ეს გადავიდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და მეორე შენ :დ