"ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატი: ბართომეუ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

"ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატი: ბართომეუ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატს, ჟორდი ფარეს, იმედი აქვს, რომ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ თავად გადადგება და რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ გახდება.

"ბართომეუმ და კლუბის მმართველმა პირებმა თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ვისურვებდი, რომ რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ გახდეს, რადგან კლუბის წევრებს მოგზაურობა არ მოუწიოთ", - ციტირებს ჟორდი ფარეს სიტყვებს Sport.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბართომეუს უნდობლობის აღსაძრავად საჭირო ხმების რაოდენობა შეგროვილია. თუ პრეზიდენტი თავად არ გადადგება, კლუბი ვალდებული იქნება რეფერენდუმი ჩაატაროს, სადაც კლუბის წევრების 2/3-ის სურვილი შემთხვევაში ბართომეუ ავტომატურად თანამდებობას დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 22:34
    8
    ვინმე 2 თვალა კანდიდატი არ გვყავს? ყველა ვინც კი პრეტენზიას აცხადებს პრეზიდენტობაზე, ბართომეუს ორეულებს გვანან :) :) :)