ლიონელ მესი 2004 წელს "ბარსელონას" დატოვებაზე ფიქრობდა

ლიონელ მესი 2004 წელს "ბარსელონას" დატოვებაზე ფიქრობდა

Marca-ს ინფორმაციით, 2004 წელს ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვება და ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" გადასვლა სურდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ლეო "ბარსადან" წასვლაზე დაფიქრდა და პორტუგალიელ სპეციალისტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარიც ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, არგენტინელი კატალონიურ გრანდში დარჩა და ისეთი ისტორია შექმნა, რომ მსგავსი რამის ხილვა, რბილად რომ ვთქვათ, გაგვიჭირდება.

16 წლის შემდეგ, 33 წლის თავდამსხმელმა, კლუბში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წასვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, თუმცა ეს პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ არ დაუშვა და "ლა პულგამაც" "ბლაუგრანაში" დარჩენის თაობაზე ღიად ისაუბრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 ოქტომბერი 2020 10:42
    0
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: alen halilovic
    ციტატა: CHEPE
    ხომ ხედავთ 2004 იდან დაჟე უნდოდა წასვლა😏😏 და მერე გეტყვიან კიდე რამეს... სულ წასვლა უნდა და ბევრმა გააჩერა ხან ვინ ხან ვიინ

    მარკას მაინც არ დაეწერა... ესეთი ჭორებით როგორ აფასებთ ასეთ საკვანძო საკითხებს არ მესმის. თქვას ინტერვიუში რომელიმემ ან საერთოდ ვინმემ და კი ბატონო

    მარკა რად უნდა ამას და as?? სულ ესე არ იყო თუ ეგეთ ისტორიას ივიწყებ უბრალოდ? ყოველი წლის ბოლოს წასვლაზე ფიქრობდა თითქმის

    რა იცი, რაზე ფიქრობდა?
    Culé [?]
    #2 8 ოქტომბერი 2020 00:43
    3
    ციტატა: CHEPE
    ხომ ხედავთ 2004 იდან დაჟე უნდოდა წასვლა😏😏 და მერე გეტყვიან კიდე რამეს... სულ წასვლა უნდა და ბევრმა გააჩერა ხან ვინ ხან ვიინ

    მარკას მაინც არ დაეწერა... ესეთი ჭორებით როგორ აფასებთ ასეთ საკვანძო საკითხებს არ მესმის. თქვას ინტერვიუში რომელიმემ ან საერთოდ ვინმემ და კი ბატონო
    Culé [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 22:28
    1
    ტრინკაო პორტუგალიის ძირითადშია მარცხენა ფლანგზე-საინტერესო სანახი იქნება