"ლიონის" პრეზიდენტი: დეპაი "ბარსელონაში" გადასასვლელად ყველაფერს გააკეთებს

"ლიონის" პრეზიდენტი: დეპაი "ბარსელონაში" გადასასვლელად ყველაფერს გააკეთებს

"ბარსელონამ" მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლიონის" შემტევის, მემფის დეპაის შეძენა ვერ შეძლო, თუმცა, ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა დარწმუნებულია, რომ ზამთარში ნიდერლანდელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" აუცილებლად შეუერთდება.

"ბართმეუსთან ორჯერ ვისაუბრე. მან მითხრა, რომ ტრანსფერის განხორციელების გზებს ვერ ხედავდა. ვიცი, რომ რონალდ კუმანს კვლავ ჰქონდა დეპაის შეძენის იმედი. ისიც ვიცი, რომ მემფისი "ბარსაში" გადასასვლელად ყველაფრისთვის მზად იყო.

დღეს დეპაი იმედგაცრუებულია, მაგრამ არა "ლიონით", არამედ "ბარსელონათი". იგი იანვარში "ბალუგრანაში" გადასასვლელად ყველაფერს გააკეთებს", - ციტირებს ოლას სიტყვებს Get French Football News.

გავრცელებული ინფორმაციით, მემფის დეპაის "ბარსელონაში" ტრანსფერზე ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ კატალონიელებს ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება ლა ლიგამ არ მისცა.

ბოლო ცნობებით, "ბლაუგრანა" 26 წლის შემტევს იანვარში დამატებას უკვე შეპირდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ოქტომბერი 2020 18:05
    0
    და რა შეიცვლება იანვრამდე? ბარსა სახელფასო ბიუჯეტს შეამცირებს? რანაირად თუ არავინ გაყიდა.
    MagicalMessi
    სტუმარი [?]
    #1 8 ოქტომბერი 2020 04:34
    1
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    ზამთარში ვიყიდით, ევროტურნირზე მაინც ვერ გახვედით და ლიგაზეც დაგვხმარება ზამთრიდან 😂

    ლიგაზე მაინც დაგვეხმარებოდა ლიონი რომც ყოფილიყო , გაუქმდა ეგ წესი კაი ხანია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ გუნდები თავიდან არეგისტრირებენ ფეხბურთელებს