რა სურდა და რა შერჩა ხელში რონალდ კუმანს | 2 სქემა

რა სურდა და რა შერჩა ხელში რონალდ კუმანს | 2 სქემა

მოგეხსენებათ, როდესაც რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან 4 ფეხბურთელის მოყვანა ითხოვა. ესენია: სერჟინიო დესტი, ერიკ გარსია, ჯორჯინიო ვეინალდუმი და მემფის დეპაი.

როგორც იცით, ნიდერლანდელი სპეციალისტის მხოლოდ ერთი სურვილი (დესტი) ასრულდა, დანარჩენი მოთამაშეების ყიდვა კი ვერ მოხერხდა. თუმცა, იმის გათვალისიწნებით, რომ სამივე მათგანი მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, მათი შეძენა რთული არ უნდა ყოფილიყო.

როგორც რონალდი აცხადებს, სერჟინიო მომავლის "ბარსაში" განიხილება და ჯერ არ ვიცით, თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება თუ არა. კუმანს თავისი გუნდში შემდეგნაირი შემადგნელობა ესახებოდა:

ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, გარსია, ალბა; ვეინალდუმი, დე იონგი; მესი, გრიზმანი, კოუტინიო; დეპაი.

  • "ბლაუგრანასა" და "მანჩესტერ სიტის" გარსიას ტრანსფერზე მხოლოდ 2 მილიონი ევროს გამო ვერ შეთანხმდნენ;
  • ვეინალდუმმა "ლივერპულში" დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებმა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს;
  • "ბარსელონა" და "ლიონი" დეპაის ტრანსფერზე 5-მილიონიან შეთანხმებას (პლუს 10 მლნ. ბონუსების სახით) მიაღწიეს, თუმცა ლა ლიგამ, კლუბის სახელფასო ლიმიტის გამო, მის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამჟამად არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კუმანის უძლიერესი სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; გრიზმანი, კოუტინიო, ფატი; მესი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რონალდის თქმით, იგი გრიზმანის თამამაშით ბენდიერია. აგრეთვე, ანტუანს შესაძლებლობა აქვს, დაცვას დაეხმაროს და მწვრთნელი არ დარდობს, თუ მას ბევრი გოლი ვერ გააქვს.

როგორც ცნობილია, შესაძლოა, "ლურჯ-ბროწეულისფერები" გარსიასა და დეპაის იანვარში მიუბრუნდენ, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ამ დროს კლუბს ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელიც ახალი სამიზნეებს შეარჩევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 8 ოქტომბერი 2020 11:32
    1
    მიხოს ვირის შერჩება ხელში კუილა (კუმანს) ...მააშ.
    წევრი [?]
    #4 7 ოქტომბერი 2020 23:16
    1
    არასწორია. კოუტინიო ფლანგზე არასდროს ესახებოდა კუმანს. არც სერხი რობერტოზე დაყრდნობას არ გეგმავდა არასდროს. ახალი მარჯვენა მცველის ყიდვა ეგრევე მოითხოვა.

    არც გრიზმანი არ განიხილებოდა 10 ნომერზე არასდროს. ანტუანს 9 ნომრად მოიაზრებდა და ასევე მესისთან შიგადაშიგ პოზიციების გამცვლელად, რაც ახლაც ხდება, მაგრამ მაინც ვერ თამაშობს გრიზმანი.

    მოკლედ, იანვარში დეპაის იყიდიან და დალაგდება ყველაფერი.
    ფანი [?]
    #3 7 ოქტომბერი 2020 23:07
    1
    გარსია იდეალურია ბარსასთვუს. ტექნიკურია და შესანიშნავი პასი აქვს, თანაც სწრაფია ბარსას მცველებთან შედარებით, პუიოლს წააგავს ვარდნებით და ხისტი თამაშით. დეპაის ალბათ მაშინ მოიყვანდნენ მესი თუ წავიდოდა.
    პორტუგალია ესპანეთის ლინკი ხომ არ გაქვთ ვინმეს? ტრინკაო და გარსია ძირითადში არიან
    Culé [?]
    #2 7 ოქტომბერი 2020 22:27
    5
    სად ითხოვა ერთი ეს გარსია კუმანმა, ბარსამ შეთავაზა და დათანხმდა, არც კი განიხილავდა ძირითადში. ზღაპარი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 21:58
    2
    კიდე კაი ეგ შერჩა ხელში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued