კავანიმ მესისთან კონფლიქტი გაიხსენა: არსებობს სიტყვები, რომლებიც მოედანზე რჩება

კავანიმ მესისთან კონფლიქტი გაიხსენა: არსებობს სიტყვები, რომლებიც მოედანზე რჩება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ედინსონ კავანიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესისთან შელაპარაკება გაიხსენა, რომელიც 2019 წელს, ურუგვაის და არგენტინის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. 

ფეხბურთელთა შელაპარაკება კადრშიც მოხვდა. კავანიმ მესის ამ სიტყვებით მიმართა: "ჩხუბი გინდა?". არგენტინელმა უპასუხა: "როცა ისურვებ". საბოლოოდ, ფეხბურთელები ლუის სუარესმა დაამშვიდა.

"ძალიან ვბრაზდები, როდესაც იმაზე მესაუბრებიან, რაც ნამდვილად მტკივნეულია. არსებობს სიტყვები, რაც მოედანზე რჩება. ზოგჯერ ამას ტკივილის მოტანაც შეუძლია. ჩვენს შორის მცირე შეტაკება მოხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება. ეს სიტუაცია უკვე დასრულდა. ყველაფერი ეს მოედანზე დარჩა. ჩვენ საკმაოდ უხეშობით გამოვირჩეოდით ერთმანეთის მიმართ, ვაღიარებ, შეცდომა მეც დავუშვი, ორივემ მეტისმეტად ბევრი ვილაპარაკეთ. არ იქნება სწორი ვთქვათ, რომ მხოლოდ მესი ყვიროდა და წმინდანივით ვიქცეოდი. გავბრაზდი და ვუპასუხე. სულ ეს არის." - კავანის სიტყვებს ESPN ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Viviemi
    სტუმარი [?]
    #1 8 ოქტომბერი 2020 11:02
    2
    დასაფასებელია