მარკ კუკურელია: "ბარსელონაში" დარჩენა ჩემზე დამოკიდებული არ იყო

მარკ კუკურელია: "ბარსელონაში" დარჩენა ჩემზე დამოკიდებული არ იყო

"ბარსელონას" ყოფილი და "ხეტაფეს" ამჟამინდელი მარცხენა მცველი მარკ კუკურელია აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში, სხვადასხვა მიზეზის გამო, თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

"ჩემგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, "ბარსელონაში" ვერ შევძელი იმის ჩვენება, რისი გაკეთება შემიძლია. თუმცა, ამან "ეიბარსა" და "ხეტაფეში" განვითარების საშუალება მომცა. "ბლაუგრანაში" დარჩენა ჩემზე დამოკიდებული არ იყო. თუ შანსი მექნება, ერთ დღესაც დავბრუნდები. ვნახოთ, რა მოხდება", - ციტირებს კუკურელიას სიტყვებს Radio Marca.

მარკ კუკურელია, რომელზეც ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ, "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 22 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იჯარით "ეიბარსა" და "ხეტაფეში" იმყოფებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი იგი "ხეტაფემ" საბოლოოდ გამოისყიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 9 ოქტომბერი 2020 00:26
    0
    18 getafestan gvaq da 20 ferencvaroshtan haaa
    Culé [?]
    #3 8 ოქტომბერი 2020 03:08
    0
    შეტევაში მაინცაა აგრესიული და პრესინგს მაინც ითამაშებს
    ალბაც უკვე კაი დირკაა, სხვათა შორის
    რედაქტორი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2020 21:43
    3
    ციტატა: Pirat❤️💙
    მე ძალიან მომწონს ფირპოს 100თავით ჯობია

    ორივე ნაგავია, ბარსელონას დონესთან ახლოსაც არ არიან..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    ფანი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 21:34
    2
    მე ძალიან მომწონს ფირპოს 100თავით ჯობია