"ბარსას" ფეხბურთელებს იანვარში კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნებათ?

"ბარსას" ფეხბურთელებს იანვარში კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნებათ?

როგორც იცით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, Onda Cero-ს ცნობით, კლუბი აპირებს, რომ მოთამაშეებს ხელფასის შემცირება მეორედ სთხოვოს.

მარტში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავები ხელფასის 70%-ით შემცირებას ერთხმად დათანხმდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახლა კი, Marca ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეები "ბლაუგრანას" შეთავაზებას არ მიიღებენ, მათ კონტრაქტის გაწყვეტისა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვების უფლება ექნებათ.

აღნიშნულ უფლებას ფეხბურთელი შრომის კანონმდებლობით იღებს, რის მიხედვითაც, სპორტსმენმა კონტრაქტის გაუქმება შეუძლია მოითხოვოს, თუ ხელფასის შემცირებას არ ეთანხმება.

წყარო დასძენს, რომ ასეთი რამ ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 8 ოქტომბერი 2020 00:57
    1
    ეს ბართოს გეგმებში შედიოდა, ბოლომდე უნდოდა კლუბის განადგურება, მარა კოვზი ჩაუვარდა ნაცარში. მიეთრევა!!! გილოცავთ კულეებო!!!
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 ოქტომბერი 2020 20:44
    4
    ვაი მაგატტ პატრონს, ეს მუნდო დეპორტივო სუფტა სირები არიან... რეალურად შეილება ეგრე იყოს მართლაც, მარა ეგ მაშინაა როცა კლუბი ბანკროტდება და ხელფასებს ვეგარ არიგებს... ლიჯბი რამე დაწერონ მაგათ, ბობოლა სათაურით...

    მართლაც რომ იყოს ეგრეე უფასოთ ვინ გაუშვებს? გადაუხდიან ყველას სრულაD ხელფასს და ვინც ბობოქრობდა რომ არ შეიმცირებდა ეგრევე გაყიდიან და მოოშორებენ... 1 მილიარდის შეფასების ფეხბბურთელები ყავს ბარსას.. ამხელა გუნდზე ეგეთ სისულელეს არ უნდა წერდნენ რადგან ყველამ იცის რომ ეგ არ მოხდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ოქტომბერი 2020 20:39
    2
    ეხლა გამოჩნდება ვის უყვარს ბარსა და ვინ ფულის გამოა აქ
    Culé [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 20:31
    4
    ანუ კლუბი უქმდება და დავიშალეთო 😱