რა პროცედურებია დარჩენილი ბართომეუს გადაყენებისთვის?
- 7-10-2020, 17:42
-
Writer
- 6

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს უნდობლობის საკითხის აღსაძრავად საჭირო ხმები შეგროვებული და ვალიდურად გამოცხადებულია. ახლა ბართომეუს 2 ვარიანტი აქვს - გადადგეს, ან გადაყენებას დაელოდოს.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ პროცედურებს, რომლებიც საჭირო გახდება იმ შემთხვევისთვის, თუ ბართომეუ თავად არ გადადგა.
- ხმების ვალიდურობის დამდგენი 5 კაციანი კომისია შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს;
- დირექტორთა საბჭო დანიშნავს რეფერენდუმის დღეს, რომელიც 5 კაციანი კომისიის ოფიციალური განცხადებიდან მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 დღის ვადაში უნდა გაიმართოს;
- დირექტორთა საბჭოს ვალდებულება აქვს რეფერენდუმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე და ამის შესახებ აცნობოს კატალონიის ფეხბურთის ფედერაციას, ასეევე იზრუნოს ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების სხვა ხერხებზე;
- რეფერენდუმში ხმის მიცემის უფლება აქვს კლუბის ყველა სრულწლოვან წევრს, რომელიც ამ სტატუსს მინიმუმ 1 წელია ფლობს და რომლის წევრობაც შეჩერებული არაა;
- იმისათვის, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს უნდობლობა გამოუცხადონ, საჭიროა რეფერენდუმში მონაწილეობა კლუბის წევრების მინიმუმ 10%-მა მიიღოს, მათგან ორმა მესამედმა კი მხარი უნდობლობის გამოცხადებას დაუჭიროს. გავრცელებული ინფორმაციით, საჭირო იქნება რეფერენდუმში მონაწილეობა დაახლოებით 14 ათასმა ადამიანმა მიიღოს და მათგან ბართომეუს წინააღმდეგ ხმა 9 300-ზე მეტმა მისცეს;
- იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ხმების საჭრო რაოდენობა შეგროვდა, დირექტორთა საბჭოს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება და ინიშნება დროებითი დირექტორთა საბჭო. ეს საბჭო კლუბს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მართავს;
- დროებით დირექტორთა საბჭოს ვინმეს/რაიმეს შეძენის ან გაყიდვის უფლება არ ექნება;
- იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა, იგივე დირექტორთა საბჭოს მიმართ იგივე პროცედურის დაწყება ერთი წლით შეიზღუდება, ბართომეუ კი პოსტს 2021 წლის მარტში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებს.
ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]