ბერნდ შუსტერი: მესის სიტუაცია მაღელვებს, არ ვიცი, ესმის თუ არა ლეოს თავისი როლი

ბერნდ შუსტერი: მესის სიტუაცია მაღელვებს, არ ვიცი, ესმის თუ არა ლეოს თავისი როლი

"ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, ბერნდ შუსტერმა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში კატალონიელების კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"მესის სიტუაცია მაღელვებს, არ ვიცი, ესმის თუ არა ლეოს თავისი როლი. აქამდე ის შეტევაში ლუის სუარესსთან ერთად მოქმედებდა, ახლა ურუგვაელი კლუბში აღარაა, მესი კი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე მოქმედებს. ამის მიუხედავად, არგენტინელი ნახევარდაცვის სხვა ზონებშიც მოქმედებს, ცენტრფორვარდის პოზიცია კი თავისუფალი რჩება, იქ არავინ იმყოფება." - შუსტერის სიტყვებს Sport ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 7 ოქტომბერი 2020 15:04
    3
    სწორს ამბობს შუსტერი და კუმანიც ხვდება მაგას. მალე გრიზმანი სკამზე გადაჯდება.

    რატომ ვერ თამაშობს მესი ისე როგორც უნდა იყოს? ფატი კარგად ეხსნება და პასებსაც აძლევს ლეო, გოლებიც გააქვს. აი მარჯვნიდანაც იგივე აგრესია უნდა მოდიოდეს, იგივე სისხარტე და დაწოლა.

    გრიზმანი არის მკვდარი. მაგრად მგონია რო ბრაიტვეიტს დააყენებს ხოლმე აწი გრიზმანზე მეტად და ასევე ტრინკაუსაც.

    ბრაიტვეიტი ძაან სწრაფია და ფიზიკურად ძლიერია, აპრესინგებს. ფლანგზე დადგომაც შეუძლია და მესის დააზღვევს ხოლმე, შეიცვლის პოზიციებს და კუმანის აგრესიულ სწრაფ სტილში ჩაჯდება მგონია. ნუ მერე დეპაი მოვა ზამთარში და დავლაგდებით.
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #3 7 ოქტომბერი 2020 12:20
    3
    აი ზუსტი სეფასებაა ... მესი რო ჩამოდის ნახევარდაცვაში და წინ სივრცე თავისუფლდება შემტევმა უნდა დაკეტოს და დაელოდოს მესის პასებს მარა ფორვარდი არ გვყავს.. გვყავს გრიზმანი რომელიც უკან პასის გარდაა არაფერზე არ ფიქრობს
    ფანი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2020 12:11
    4
    შუსტერი ტყუილად არ იტყოდა, ახალ სქემაში მესის გოლების გატანა უჭირს და ეს ძალიან ცუდია. იმედია რამეს მოუხერხებს კუმანი თორემ რონალდუ წელს რეკორდებს დახსნის და გაუჩნდებათ სალაპარაკო . კრიშტიანუ ჯობია მესისო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 11:13
    4
    მაგ პოზიციაზე რო თამაშობდა მაშინ მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი და 91 გოლი გაიტანა და მესის თუ არ ესმის აბა ვის ესმის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued