ალენიას 6 ნომერი თავად არ აურჩევია

ალენიას 6 ნომერი თავად არ აურჩევია

25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონასთვის" ლეგენდარული 6 ნომრით კლუბის აღზრდილი ნახევარმცველი კარლეს ალენია ითამაშებს.

ალენია "ბარსას" სასტარტო შემადგენლობის წევრად ნამდვილად არ მიიჩნევა და ნახევარდაცვაში არსებული დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, მან ბევრი სათამაშო დრო მიიღოს. გამოდის, რომ ლეგენდარული ნომრის მფლობელი ფეხბურთელი ძირითადად სკამზე უნდა იჯდეს, რაც გულშემატკივრების ნაწილს ნამდვილად არ მოსწონს.

კატალონიური TV3-ის ინფორმაციით, 6 ნომრიანი მაისური ალენიას თავად არ აურჩევია. ეს ნომერი მას კლუბმა გადასცა. "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ამ ნომერს დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ლა მასიას აღზრდილ ფეხბურთელს უნდა ეცვას.

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, გაუგებარია, რატომ არ მოიქცა "ბარსელონა" იგივენაირად 8 ნომერთან დაკავშირებით. გაუგებარი ისიც, რატომ შეხვდა 6 ნომერი გასულ სეზონში ჟან-კლერ ტოდიბოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    საიტის ლეგენდა  [?]
    7 ოქტომბერი 2020 11:23
    0
    ხოდა იმის სუყველაფერი ვისაც თავში აზრად მოუვიდა ამისთვის 6 ნომერის მიცემა
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued