ტოდიბოს გამოსამშვიდობებელი წერილი

ტოდიბოს გამოსამშვიდობებელი წერილი

20 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც პორტუგალიურ "ბენფიკაში" იჯარით გადავიდა, სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომლებიც "ბარსელონაში" ჩემი ყოფნის დროს მხარდაჭერას მაგრძნობინებდნენ.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს. "ბარსელონაში" თამაში პატივი და სიამოვნება იყო. გამომშვიდობების დრო მოვიდა იმისათვის, რომ განვითარება განვაგრძო და ახალ მიზნებს მივაღწიო. იმედი მაქვს, მალე მოედანზე შევხვდებით. მადლობა ყველას."

ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბენფიკაში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა. პორტუგალიელები 2 მილიონსა და ფეხბურთელის ხელფასს გადაიხდიან, სეზონის ბოლოს კი მათ ტოდიბოს 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 09:48
    3
    იმედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც მოიყვანენ დეპაის და გარსიას