ანდერ ერერა ლუის სუარესის ტრანსფერს გამოეხმაურა

ანდერ ერერა ლუის სუარესის ტრანსფერს გამოეხმაურა

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ანდერ ერერა ფიქრობს, რომ "ბარსელონამ" ურუგვაელი შემტევის, ლუის სუარესის გაყიდვით შეცდომა დაუშვა.

"ჩემთვის, "ბარსელონას" მიერ სუარესის გაშვება გაუგებარია. ის ნამდვილად არ შეუცვლიათ ისეთი ცენტრალური თავდამსხმელით, რომელიც იმავე რაოდენობის გოლების გატანის გარანტიას იძლევა. ალბათ, დრო მოვიდა, ანტუან გრიზმანმა მოუმატოს", - ციტირებს ერერას სიტყვებს El Larguero.

"ბლაუგრანამ" ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოში" უფასოდ გაუშვა. კატალონიელები "ელ პისტოლეროს" სანაცვლოდ, ბონუსების სახით, მხოლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.