"ბარსელონას" რაფინიას სარფიანად გაყიდვა შეეძლო

"ბარსელონას" რაფინიას სარფიანად გაყიდვა შეეძლო

გუშინ, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "ბარსელონამ" 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა "პარი სენ-ჟერმენში" გაუშვა.

ცნობილია, რომ რაფინია პსჟ-ს უფასოდ შეუერთდა. ფრანგულმა კლუბმა კატალონიელებს, ბონუსების სახით, შესაძლოა, მხოლოდ 3 მილიონი ევრო და ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 35% გადაუხადოს.

Radio Marca-ს ჟურნალისტის, ფელიქს მონკლუსისა და La Porteria-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" რაფინიას ტრანსფერის თაობაზე 8, 10 და 12-მილიონიანი შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა კლუბმა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა. კატალონიელები ახლა ამას მწარედ ნანობენ. შესაძლოა, ეს "ბარსას" ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან არც უნდა გაგვიკივრდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 ოქტომბერი 2020 23:41
    2
    :)))) ვეღარც ვბრაზდები