2013 წლის შემდეგ პირველად...

2013 წლის შემდეგ პირველად...

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ რიკი პუჩი "ბარსელონა ბ-დან" პირველ გუნდში დაწინარუდა. მის მსგავსად, სარეზერვო გუნდიდან დაწინაურდნენ რონალდ არაუხო და მატეუს ფერნანდესი, რამდენიმე დღით ადრე კი "ბარსა ბ-ს" გამოტოვებით, პირდაპირ 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდა ანსუ ფატი. ეს სტატია კი კონკრეტულად რიკი პუჩს ეხება.

2013 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ბარსელონა ბ-დან" ფეხბურთელი "ბარსას" პირველ გუნდში დაწინაურდა. ვგულისხმობთ ოფიციალურად დაწინაურებას - პირველი გუნდის ფეხბურთელად დარეგისტრირებას და მისთვის პირველი გუნდის ნომრის მინიჭებას. ესპანეთში, პირველი გუნდის ნომრად ითვლება ნომერი პირველიდან 25-ის ჩათვლით.

7 წლის წინ ასეთი ფეხბურთელი სერჟი რობერტო იყო, რომელსაც 24 ნომრიანი მაისური ერგო. ერთი წლის შემდეგ სერჟიმ 20 ნომერი აიღო, რომლითაც დღემდე თამაშობს.

განვლილი 7 წლის განმავლობაში, პირველ გუნდში აკადემიიდან არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა, მაგრამ იმ დონეს ვერცერთმა მიაღწია, რომ მისი დაწინაურების გადაწტვეტილება მიღებულიყო.

რიკი პუჩის შემთხვევას ვერ შევადარებთ ვერც ანსუ ფატის, ვერც რონალდ არაუხოს და მით უმეტეს ვერც მატეუს ფერნანდესს. ფატი ისეთი დონის ტალანტია, რომ "ბარსელონა" მისი აღზრდისა და განვთარების კი არა, თავის დროზე აღმოჩენისა და შეძენის გამო უნდა შევაქოთ. ანსუს "ბარსა ბ-ში" არასდროს უთამაშია, ისე მოხვდა პირველ გუნდში. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

რონალდ არაუხოს რთულია "ლა მასიას" პროდუქტი ვუწოდოთ. ის "ბლაუგრანაში" 19 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც უკვე ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო. მატეუს ფერნანდესი კი "ბარსას" სულაც გასულ ზაფხულში შეუერთდა და "ბარსა ბ-ში" რამდენიმე კვირა დაჰყო.

რიკი პუჩი პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელმაც "ბარსელონას" აკადემია სრულად გაიარა და პირველ გუნდში ასე მოხვდა, ნიჭის, შრომისა და ერთგულების დამსახურებით. საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია იყო მის წინამორბედთან, სერჟი რობერტოსთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, რაღაც ეტაპზე, განვითარება თითქოს შეანელა, რის გამოც ის გუნდის დატოვების ერთ-ერთი კანდიდატი გახდა, თუმცა სერჟი არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა, პოზიციაც კი შეიცვალა და კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. ამბობენ, "ბარსამ" რობერტო 2014 წელს მხოლოდ იმის გამო არ გაყიდა, რომ კლუბს ტრანსფერებზე ბანი ედო და მის შემცვლელს ვერ დაიმატებდაო.

ისეთი პირი უჩანს, წინასწარ ცნობილი სირთულეების მიუხედავად, დანებებას არც რიკი პუჩი აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    6 ოქტომბერი 2020 15:36
    0
    ციტატა: Memphis Depay
    საქართველო-ბელარუსს თურქი ჯუნეით ჩაქირი განსჯის

    ეუფ აბა მოვიგებთ
    წევრი [?]
    6 ოქტომბერი 2020 15:13
    1
    ციტატა: OLD
    ეს ყველაფერი ძალიან კარგია მარა გრიზმანი თუ ვერ გამოვიდა შოკიდან მაგარი დარხეულიგვაქ

    გრიზმანის თანაშის დონე უკვე ღადაობაა:)

    მარცხენა მცველად რო მოსინჯონ?)))მაინც დაცვჯთი ფუნქციების გარდა არაფერს არ აკეთებს და მარჯვენა ან მარცხენა მცველად გაუშვან მანდ მაინც გამოვიყენოთ:)))
    OLD
    გულშემატკივარი [?]
    6 ოქტომბერი 2020 14:45
    2
    ეს ყველაფერი ძალიან კარგია მარა გრიზმანი თუ ვერ გამოვიდა შოკიდან მაგარი დარხეულიგვაქ
    Culé [?]
    6 ოქტომბერი 2020 14:23
    1
    მართალია, ნამდვილად ბევრი რამეა კუმანზე დამოკიდებული მაგრამ მარტო კუმანიც არაა გუნდს შროიდერიც ყავს და მგონი ჭკვიანურად იზამენ
    ფანი [?]
    6 ოქტომბერი 2020 13:52
    4
    აქამდეც დავწერე და ახლაც დავწერ. გუნდში საკმარისი რესურსია რომ ტიტულები დაიდოს და მწვრთნელს თუ აქვს იმდენი ტვინი რომ ყველა ფეხბურთელი რაღაც დონეზე მაინც გამოიყენოს, ლა ლიგას და სამეფო თასს უპრობლემოდ მოიგებენ. ჩემპიონთა ლიგას არც განვიხილავ მანდ რაც არ უნდა კარგად ითამაშო იღბალმა თუ ზურგი გაქცია ვერაფერს გააეყობ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    6 ოქტომბერი 2020 13:21
    11
    რო დააკვირდე ძალიან დიდი რესურსი აქვს გუ დს ამ სეზონში იმხელა რო სამივე ტურნირზე ისე შეგვიძლია ვითამაშოთ რო გუნდი არ გადაიწვას ბოლოს ამხელა რესურსი როდი გვქონდა აღარც მახსოვს
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    Culé [?]
    6 ოქტომბერი 2020 13:10
    0
    Barsashia tipi axla da am momentshi aqvs shansi da ratqmaunda yvelaperi unda gaaketos.. mebrdzolia da bevrs miagwevs mjera.. cota masis momateba schirdeba 12 wlisas hgavs :D
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    6 ოქტომბერი 2020 12:55
    1
    ბარათის გადადგომაზე რამე ახალი ამბები არ არის?
    --------------------
    ღადობარსა :)))