ტოდიბოს "ბენფიკაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

ტოდიბოს "ბენფიკაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და "ბარსელონა" ცდილობს არასაჭირო ფეხბურთელები მოიშოროს. მათ შორის ერთ-ერთია ჟან-კლერ ტოდიბო, რომელსაც, ბოლო დროს, "ფულემს" უკავშირებდნენ, მაგრამ ინგლისურ კლუბში გადასვლა ფეხბურთელმა იუარა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველის "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ უცნობი იყო მისი მომდევნო გუნდი. პორტუგალიელი ჟურნალისტის, გონსალო ლოპეშის ინფორმაციით, ეს გუნდი ლისაბონის "ბენფიკაა". მხარეები მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ და ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, ტოდიბო პორტუგალიურ გუნდში ერთწლიანი იჯარით ითმაშებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    5 ოქტომბერი 2020 22:45
    2
    ციტატა: Wtf man
    ეს ტოდიბოც მაგარი დაქნევაა. პრემიერ ლიგაში არ მიდის და პორტუგალიაში მიდის? ფულემში უეჭველი სასტავის კაცი იქნებოდა და თავი რო წარმოეჩინა რომელიმე გრანდი უეჭველი დაითრევდა და ამან პორტუგალიაო


    რა ფულემი რის ფულემი :დ გუნდი კარში ვერ არტყამს რა ფულემი, სად ფულემი და სად ბენფიკა ;) ბენფიკაში რა სკამზე იჯდება?? ძალიან სწორს შვება, რომ მიდის პორტუგალიაში და ბენფიკაში უფრო დაღვინდება და მანდ უფრო შეამჩნევენ გრანდები ვიდრე ფულემში, ფულემი ძალიან დიდი ალბათობით გავარდება პრემიერ ლიგიდან და ბენფიკა შენც გეცოდინება რა დონის გუნდიცაა
    ფანი [?]
    5 ოქტომბერი 2020 22:14
    1
    ეს ტოდიბოც მაგარი დაქნევაა. პრემიერ ლიგაში არ მიდის და პორტუგალიაში მიდის? ფულემში უეჭველი სასტავის კაცი იქნებოდა და თავი რო წარმოეჩინა რომელიმე გრანდი უეჭველი დაითრევდა და ამან პორტუგალიაო
    Culé [?]
    5 ოქტომბერი 2020 22:05
    1
    რით ვერ გააგდეს ბართომეო რა ტვინი წაიღეს , აღარაა გუნდი გაანადგურა ყველაფერი ფეხბურთელება ვერ ყიდიან და ტიპები უფასოდ უშვებენ,ტფუი
    წევრი [?]
    5 ოქტომბერი 2020 22:03
    1
    გრიმალდოში გაუცვალონ ბენფიკას და ფირპო გაყიდონ :)