სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს პსჟ რაფინიათი დაინტერესდა

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს პსჟ რაფინიათი დაინტერესდა

იმ დროს, როდესაც ყველა ჟან-კლერ ტოდიბოს, უსმან დემბელეს, მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას ტრანსფერების მოლოდინში ვართ, "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების შანსი გაუჩნდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში "ბარსელონას" "პარი სენ-ჟერმენმა" მიმართა, რომელსაც "ბლაუგრანას" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას დამატება სურს.

27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 16 მილიონი ევროა, მაგრამ ფრანგებს ამ თანხის გადახდა არ სურთ და მისი შემცირების იმედი აქვთ.

იმის გათვალისწინებით, რომ რონალდ კუმანს რაფინია განაცხადშიც კი არ შეჰყავს, "ბარსელონას" მხრიდან ფეხბურთელის ფასის შემცირება მოსალოდნელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.