გრიზმანი "ბარსელონაში" ბედნიერი არაა | დიდიე დეშამი

გრიზმანი "ბარსელონაში" ბედნიერი არაა | დიდიე დეშამი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, საკუთარი თანამემამულისა და "ბარსელონას" ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის ამჟამინდელ მდგომარეობას ეხმაურება.

"ანტუანს ვესაუბრე, მოგვიანებით კი შევხვდები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვითარებაში იგი ბედნიერი არაა. ჩემი შეგირდების კლუბებში არსებულ სიტუაციაში არ ვერევი. ახლა, გრიზმანი "ბარსაში" მარჯვენა ფლანგზე თამაშობს.

ფრანგმა მითხრა, რომ ვერ გაიგო, თუ რატომ არ უწევს მას ცენტრში ასპარეზობა. ვფიქრობ, იგი ამ პოზიციაზე უფრო ეფექტურია, რადგან შესაძლებლობა აქვს, ბურთს ბევრჯერ შეეხოს. ასევე, შეუძლია, ნახევარდაცვას დაეხმაროს.

ფლანგზე ასპარეზობისას, ანტუანს ბურთის წაღებისა და მეტოქეების ჩამოცილების უნარი არ აქვს, მას ტყავის სფეროსთან ხშირად ყოფნა სჭირდება, რასაც, ჭკვიანური გადაადგილებების წყალობით, შედეგი მოაქვს.

ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გაკეთდეს. გრიზმანი არასდროს წუწუნებს, თუმცა მოთამაშე ბევრად პროდუქტიულია, როცა ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებენ", - აცხადებს დეშამი.

როგორც იცით, საკლუბო ფეხბურთი დროებით გვემშვიდობება, ვინაიდან, სანაკრებო პაუზა იწყება. შესაბამისად, 29 წლის თავდამსხმელი "ლურჯების" დამრიგებელს მალე შეხვდება.

შეგახსენებთ, ანტუან გრიზმანი "ბარსელონამ" 2019 წელს, 120 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იგი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 5 ოქტომბერი 2020 22:18
    2
    ბარსას რეალის მაისური უნდა ცმოდაა? რომ პენალი დაედოოო? ამ მსაჯების დ.დს.მივაბენზემე
    ფანი [?]
    #4 5 ოქტომბერი 2020 21:39
    0
    ჩემი თხოვნა იქნება ბურთს ტყავის სფერო აღარ დაუძახოთ :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 ოქტომბერი 2020 21:30
    1
    კაი ხელფასი აქვს ბარცელონაში და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით თამაშობს ასევე კარგი მწვრთნელი ყავს ვინც ენდობა იმის მიუხედავად რომ ბევრი სხვა მწვრთნელი სკამზე დასვავდა მეტი რაღა უნდა ტ..კსაც ხომ არ მისცემს კუმანი სრული ბედნიერებისთვის ფაქტია ვერ ყომარობს გრიზმანი
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    გულშემატკივარი [?]
    #2 5 ოქტომბერი 2020 21:29
    1
    მართალია, გრიზმანს არასწორად ვიყენებთ. ნახევარდაცვის წინ და თავდამსხმელების უკან იმოქმედებს პროდუქტიულად. კუმანის სქემაშიც ზუსტად მოერგებოდა ამ ადგილს, მაგრამ ფსონი კოუტინიოზე გააკეთა მწვრთნელმა. გრიზმანი სხვა პოზიციაზე მთლიანად ამოვარდნილია სქემიდან. ან უნდა მოერგოს ახალ სტანდარტებს, რასაც დიდი ხანია ვხედავთ და არ ხერხდება, ან თავის პოზიციაზე ითამაშოს. მესამე ვარიანტი კი გაშვება იქნებოდა, რაც, ამ მდგომარეობით, ახლა შეუძლებელია.
    ფანი [?]
    #1 5 ოქტომბერი 2020 21:25
    9
    ეჰჰ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ყოველთვის გულით თამაშობს მაგრამ არც ბარსას სტილში ჯდება და არც კუმანის ტაქტიკაში... მესი რომ წასულიყო ცენტრში დადგებოდა და აქტიურ პრესინგს ითამაშებდა მაგრამ ვინგერის პოზიციაზე დრიბლინგის გარეშე გაუჭირდება. იმედია მომავალ წელს გაუშვებენ მესიმ თუ გაახანგრხლივა კონტრაქტი... თუ არა დარჩეს და იბრძოლოს ძირითადი ცენტრ ფორვარდობისთვის.