რონალდ კუმანი მემფის დეპაის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

რონალდ კუმანი მემფის დეპაის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელს, მემფის დეპაის "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ, რაზეც კატალონიელთა დამრიგებელი, რონალდ კუმანი საუბრობს.

"მემფისის "ბლაუგრანაში" ხილვა გვსურს, ამ პერსპექტივას არც თავად ფეხბურთელი ეწინააღმდეგება. ის შესანიშნავი მოთამაშეა - დეპაის თამაში როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალურ თავდამსხმელად შეუძლია. ნიდერლანდელს სიძლიერე, ბურთის კონტროლი, ორთაბრძოლების მოგება და კარგი შესრულება ახასიათებს.

ფინანსუსი კრიზისისა და ფეხბურთის ფედერაციის წესების ფონზე, ვიცით, რომ სანამ ტრანსფერს განვახორციელებთ, ვინმე უნდა გავყიდოთ", - აცხადებს 57 წლის სპეციალსიტი.

შეგახსენებთ, რონალდ კუმანი და მემფის დეპაი ერთად, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში, 2018-2020 წლებში მუშაობდნენ. 26 წლის შემტევი ლუის სუარესის შემცვლელად განიხილება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 5 ოქტომბერი 2020 21:48
    2
    მანჩესტერმა ტელესი იყიდა 15 მილიონად:/ ამათ დევისის მოყვანა შეეძლოდ 7 მილიონად და დაიწუნეს ევროკავშირელი არ არისო, სამაგისტროდ ფირპოში გაისროლეს 30... ახლა ბოლო დღეა და ალბათ კიდევ გაფლანგავენ ბლომად ან საერთოდ ცარიელები დარჩებიან. მერე უკვირთ ამდენ გოლს რატომ ვუშვებტო, ალბა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში მაგრამ შემცვლელი არ ყავს, ტიპი იწვება და დაბორიალებული დარბის სეზონის ბოლოს, მითუმეტეს ცუდი ფიზ მომზადებით ლაითი ვარჯიშების ფონზე
    Culé [?]
    #6 5 ოქტომბერი 2020 21:06
    0
    ამის მოყვანა თუ უნდოდათ აქამდე უნდა ექნათ, ახლა ფეხბურთელი უნდა გაყიდონ და ამის გაფორმებაც მოასწრონ, რაც წარმოუდგენელია. უმტიტი და რაფინია ვერ გაასაღეს არადა მაგათი მოშორებთ კარგად იხეირებდა გუნდი. მომავალ ზაფხულის ფანჯარაზე მაინც იყიდონ უპამეკანო და უფასოდ დეპაი კაი იქნებოდა.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #5 5 ოქტომბერი 2020 21:05
    2
    მორჩა ესენი არავის მომყვანები არ არიან. ვეღარ მოასწრებენ. 12ზე იხურება არა ფანჯარა?
    OLD
    სტუმარი [?]
    #4 5 ოქტომბერი 2020 20:35
    0
    დრო რამდენია დარჩენილი ფანჯრის დახურვამდე იცით ვინმემ არადა მოსაყვანია ეს კაცი გვჭირდება არვიცი რა გარსია რის გარსია ტო მიანებონ მაგას თავი და ეს კაცი მოიყვანონ დროზე
    გულშემატკივარი [?]
    #3 5 ოქტომბერი 2020 20:25
    4
    ჩემი აზრით კუმანის ხელში არიზარმაცებს და კარგ ფეხბურთს ითამაშებს სატრანსფერო ფანჯარა ჩვენი დროით 3:00 იხურება ანუ ჯერ დროა რომ რაღაცეები შეიცვალოს ან ზამთრამდე მოგვიწევს დაცდა
    რედაქტორი [?]
    #2 5 ოქტომბერი 2020 20:22
    3
    ციტატა: Memphis Depay
    არადა პოტენციალი აქვს მემფის, კუმანის ხელში მგონია რო დონეს დადებს ეგ კაცი. ძაან ლამაზად თამაშობს თან და ესთეტიკის თვალსაზრისითაც კარგი იქნება.

    არასტაბილურობა და ხასიათის პრობლემები რომ არა, მართლაც მაგარი იქნებოდა, უნიჭიერესია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ოქტომბერი 2020 20:18
    1
    სატრანსფერო ფანჯარა მგონი უკვე დაიხურა არა? თუ 24 საათამდე გრძელდება?!